x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნიკა გვარამია:რას ნიშნავს 2000 ლარამდე ვალების ჩამოწერა?
image
რუსთავი-2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებას სოციალური ქსელით ეხმურება, რის მიხედვითაც ვინც "შავ სიაშია" და 2000 ლარამდე დავალიანება აქვთ 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაუნულდებათ.ასეთი კი საქართველოში 600 000-ზე მეტი მოქალაქეა.


რას ნიშნავს 2000 ლარამდე ვალების ჩამოწერა?



1. ისედაც ამოუღებელი და ხელჩაქნეული ვალების განულებას. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ერთი ლარი მაინც თუ გაქვთ გადახდილი, თქვენზე ეს ჩამოწერა არ ვრცელდება

2. არავითარ კავშირში არ იმყოფება დაყადაღებულ სახლებთან, იპოთეკურ სესხებთან, მცირე მეწარმეობასთან და ა.შ.



3. ძირითადად იმათთვის ვალის ჩამოწერა, ვინც დაუგეგმავად რესტორანში დაბადების დღე გადაიხადა, შეყვარებულს ძვირიანი საჩუქარი აჩუქა, აიფონი იყიდა ან ტოტალიზატორში ფული დადო და მერე ვერ გაისტუმრა ეს ვალი. ვერ გაისტუმრა და არც აპირებდა - არც სახლი ქონდა ამაში ჩადებული, არც მანქანა და არც სხვა რამ. ერთადერთი, რითიც შეიზღუდა - ახალი მიკროსესხი ვერ აიღო ახალი ტელეფონისთვის ან ახალი შეყვარებულისთვის. შესაბამისად, ამ ყველაფრის ეკონომიკური ეფექტი პრაქტიკულად ნულოვანია. გამოიწვევს მხოლოდ იგივე ხალხის მხრიდან ახალი ტელეფონის ყიდვას ან ტოტალიზატორიში ხელახლა ფულის წაგებას. ნუ, ახალ შეყვარებულსაც გაუმართლებს.



4. ყველაზე მსხვილმა მიკროსაფინანსომ, vivus-მა უარი თქვა ამ სქემაზე და მის მომხმარებლებს არ გაუმართლათ.



5. ფონდი ქართუს მხრიდან მილიარდნახევრის (ეს ციფრი არ შეესაბამება სინამდვილეს. პრემიერმა უბრალოდ მოიტყუა. დაახლოვებით ნახევარ მილიარდზეა საუბარი) ვალის ჩამოწერა არ ნიშნავს, რომ ის ამ ვალების შესყიდვაში ამდენივეს იხდის. ჩვენთვის ცნობილია, რომ მიკროსაფინანსოების დაკაჩავების შედეგად, მათ გადაუხადეს ამ ვალებში 10%. ანუ ფონდი ქართუ ხარჯავს რეალური ციფრის მეათედს, რასაც სახელმწიფოს მიერ ივანიშვილისთვის რამდენიმე უფასოდ გადაცმეული მიწით მალევე უკან ამოიღებს



6. წინასაარჩევნოდ ფონდი ქართუს და სახელმწიფოს ერთობლივი გამოჩენა ამ სქემაში ნიშნავს ამომრჩეველთა კლასიკურ და მასობრივ მოსყიდვას და სალომე ზურაბიშვილი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას საარჩევნო მარათონიდან.

image


1
346
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
346
  
2018, 20 ნოემბერი, 11:03
ნიკოლოზ, არ გაიგონ თქვენი ,,შტაბკვარწირის,, მომხრეებმა, ამას რომ აპროტესტებ, თორემ გადავლენ იქეთ)))))
0 1 1