x
შესაძლებელია თუ არა ადამიანმა იპოვოს მსჯელობით ღმერთი

image
თავდაპირველად უნდა შეგახსენოთ, რომ აქ მოყვანილი მაგალითები მხოლოდ ადამიანის აზროვნებისთვის მისაწვდომი ძალით არის მოყვანილი, და გადმოცემული .რადგან უნდა იცოდეთ, რომ ღმერთი ყოველგვარ ადამიანურ მსჯელობას აღემატება.ჩვენ მხოლოდ შევიცნობთ იმ ძალის მიხედით, რაც ჩვენს მატერიალურ ძალის მიერ არის შესაცნობი.რადგან ღმერთი ყოველგვარ გრძნობას და სიტყვას აღემატება, და ყოველგვარ აზროვნებას. ყოველთვის ვფიქრობდი შესაძლებელი იქნებოდა თუ არა ადამიანს ეპოვა ღმერთი ისე, რომ მისთვის არ ეთქვათ ღმერთის არსებობის შესახებ.ბიბლია გვასწავლის რომ ღმერთი, ბუნებით უხილავი, ხილულად შეიქმნება თავის ქმნილებათა განხილვით. მაგალითად...- რომა 1.19-21 იმიტომ ცხადია მათვის, რაც ღმერთის შესახებ შეიძლება იცოდნენ, ვინაიდან ღმერთმა განუცხადა მათ 20. ვინაიდან მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება ქვეყნიერების დასაბამიდან ქმნილებათა განხილვით დაინახება, ისე რომ მათ პასუხი არაქვთ 21. რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმეერთი-------ასევე სოლომონი იდზახის---რადგან ქმნილებათა სიდიდისა და მშვენების კვალზე მათი შემოქმედიც შეიცნობა (სიბრ 13-5) (ფს 18.1) (ფს 96.6)’’ ამიტომ თუ ადამიანის სიდიდეს და სრულყოფილ მდგომარეობას განვიხილავთ აუცილებლად მივალთ ღმერთთან- ყოვლის შემოქმედდთან. თუ ადამიანი ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა (დაბ 1.26.თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად.) აუცილებლად იქნება ადამიანის შეცნობისას. გზა ღმერთთან მისასვლელი? მაშინ უნდა ვიფიქრო ადამიანზე და ადამიანის სრულყოფილ მდგომარეობაზე.თავისთავად ადამიანის შესაძლებლობის ზღვარის მიხედვით.როგორი შეიძლება იყოს სრულყოფილი ადამიანი., თუ ავიღებთ ადამიანს და მას განვიხილავთ მისი სრულყოფილობის მდგომარეობიდან ვიპოვით ღმერთს.ავიღოთ ადამიანი და განვიხილოთ ის როგორც ყოვლად ძლიერი. ყოვლად ძლიერი რომ იყოს აუცლებლად მაშინ უვნებლო-უზიანო უნდა იყოს რადგან ის რაც ზიანს მიაყენებს თავისთავად ის იქნება მასზე ძლიერი.მაშინ მატერიას უნდა გავცდეთ და აუცილებლად უმატერიო უნდა იყოს, რადგან მატერია ყოველთვის ზიანს დაქვემდებარებულია, ხოლო უმატერიო ყოვლად უვნებოა .და ზიანისგან დაცულია.და თუ უმატერიო იქნება უხილავიც უნდა იყოს რადგან ხილვადი ყველაფერი მატერიას დაქვემდებარებულია, და თუ უხილავი იქნებოდა მაშინ, ასევე შეუხებელიც უნდა იყოს რადგან, ის რაც შეხებადია ზიანს დაქვემდებარებულია. ამიტომ რაც მატერია არ არის შეხებადიც არ არის.ასევე თუ ყოვლად ძლიერი იქნება, ყოვლის შემძლეც უნდა იყოს.და თუ ყოვლის შემძლეა გარემოუცველიც უნდა იყოს. რადგან ის რაც გარემოიცავს, მასზე დიდი გამოდის და მასზე ძლიერი.და თუ ყოვლის შემძლე და ყოვლად ძლიერია და გარემოუცველი, მაშინ უსაწყისო უნდა იყოს.რადგან თუ დასაწყისი აქვს? .მაშინ მის წინ არსებული ყოველთვის მასზე ძლიერი იქნება და გარე მომცველი, რადგან მის არსში შექმნილი იქნება. რადგან მისი ქმნილება იქნება, გამოდის რომ უსაწყისო უნდა იყოს, და თუ უსაწყისოა, მაშინ?მარად არსებული უნდა იყოს .და თუ უსაწყისოა და მარად არსებული მაშინ? უკვდავი უნდა იყოს, რადგან იმას, რასაც საწყისი არ აქვს და არც უვნებოა, მას არც დასასრული გაჩნია.ასევე რაც უკვდავია, არაფერზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, რადგან ის, რაც რაიმეზე დამოკიდებულია, მის გარეშე მოკვდავი გახდება, ასე რომ დამოუკიდებელი უნდა იყოს ყოველგვარი ზემოქმედებისგან .ასევე ყოვლის შემძლე თუ იქნება მაშინ ყველგან მყოფიც უნდა იყოს, რადგან თუ ყველგან არარის მაშინ არც ყოვლის შემძლეა, რადგან თუ მას არ შეეძლება ყველგან მყოფობა, გამოდის, რომ ყოვლის შემძლეც არა რის.და თუ ყველგან მყოფი იქნება, მაშინ დაუტევნადი უნდა იყოს, რადგან რაც მას დაიტევს, ის უფრო მეტი იქნება., რადგან თუ დაუტევნელია და ყველგან მყოფია, ადგილი არ იქნება, სადაც არ იარსებებს.და თუ ყველგან მყოფი იქნება, მაშინ პიროვნულად ერთი იქნება.რადგან ის რაც მეორე იქნება. მაშინ ყოვლის შემძლეც არ იქნება? რადგან ის მეორე იქნება ის რაც მისი თვისებების თანაზიარი იქნება, და ყველგან მყოფიც არ იქნება, რადგან მეორე სადაც იქნება ის ვერ შეძლებს იქ მყოფობას.გამოდის რომ თუ ერთია, ყოველივეს შემოქმედია.და ყოველივე შექმნილი მის მიერ და მისით იქნება.მაშასადამე მატერიაც. და თუ ყველაფერს საწყისი აქვს.გამოდის რომ ჩვენი მატერიაც დაქვემდებარებული იქნება საწყისზე რომელიც უმატერიო და უხილავი და არსებულია. რადგან ჩვენ მატერიას წარმოვადგენთ, ამიტომ შეხებადი და ხილვადი ვართ.გამოდის რომ ჩვენი საწყისი არის რაღაც არსებული რაც ზემოთ ჩამოთვლილ ბუნების მატარებელია. ასევე მე თუ ვარსებობ აუცილებლად არსებობს ისიც რისი მიზეზითაც ვარსებობ მე.ამით ვხვდებით რომ ღმერთი არსებობს. რადგან ვიცით რომ ღმერთი არსებობს და ჩვენ მატერიაც აუცილებლად მისგან ვიქნებით შექმნილი .დავიწყოთ მისი შექმნილის განხილვა რითიც მას უფრო მეტად განვჭვრეტთ. როცა ბიბლიას ვკითხულობთ, ასეთი რამ წერია.(დაბ 1.1 თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა თუ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.ეს გაგებაც მატერიის საზღვრების შიგნითა აზრითაა დაწერილი .ამიტომ თუ მისი განხილვა ისევ მატერის განხილვით უნდა გავიგო. თავისთავად ისევ მის ხატს უნდა მიუბრუნდე-ადამიანს.ადამიანმა რომ შექმნას რამე აუცილებლად .პირველად სიტყვა უნდა თქვას რომ რამე გაჩნდეს.მაგრამ ის რაც უმატერიოა(ღმერთი) და მატერიას ქმნის მას სიტყვა უნდა ქონდეს, რადგან ის თუ ყოვლის შემძლეა თავისთავად მეტყველებაც უნდა შეეძლოს.რადგან თუ არ მეტყველებს ყოვლის შემძლეც არ არის, რადგან მოკლებულია მეეტყველებას.აქ კითხვა ჩნდება მე სიტყვა რო მვთქვა, აუცილებლად ჰაერი მჭირდება რომ ჩავისუნთქო და მერე ბგერებად გადმოვცე სიტყვა, და რო ვიტყვი ეგრევე შლადი ხდება და განქარვებადი.?და ის რაც უმატერიოა და უკვდავია(ღმერთი) მას არ სჭირდება ჰაერი, რადგან ჰაერი რო მჭირდებოდეს, მაშინ ჰაერზე დამოკიდებული უნდა იყოს, და თუ ჰაერზე დამოკიებული იქნება, მაშინ უკვდავიც არ, იქნება, რადგან ჰაერი თუ არიქნება ის მოკვდება.გამოდის რომ ის სიტყვა, რაც მასშია, მარად არსებული და მასში მყოფი უნდა იყოს. ცოცხალი და მოქმედი.(ებრ 4.12 ვინაიდან ღმერთის სიტყვა არი ცოცხალი და მოქმედი).და მისი სიტყვა მისგან გამომავალი არ უნდა იშლებოდეს, არამედ მუდამ არსებული უნდა იყოს და მისგან მუდამ განუყოფელად უნდა არსებობდეს, და ასევე გამოვა რა მისგან, მასთან წყვეტას არ განიცდის, მუდამ ბუნებით ერთი და განუყოფელი უნდა იყოს და მუდამ ერთად არსებული (ესა 55.11 ასევე იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან თუარ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე).ხოლო მისი სიტყვა იგივე თვისებებს შეიცავს, რასაც საწყისი(ღმერთი) და მიზეზი საწყისი სიტყვის ყოველთვის ღმერთია, და ღმერთს ძალუძს მისი სიტყვა იმ ძალით გამოვიდეს მისგან, რასაც მატერია დაიტევს.თუმცა მისი სიტყვა მისი ძალისა და დიდების და დაუტევნელობის თანაზიარია. მაგრამ კითხვა ჩნდება მეორე .ადამიანი კი იძახის სიტყვას რაიმეს შესაქმნელად, მაგრამ მოქმედებით აუცილებლად სხეულით მოქმედებს, რაც მის ძალას განასახიერებს.და იმას ვინც უმატერიოა და სიტყვა თქვა რომ გაჩენილიყო მატერია, რა იყო ის რაც სიტყვის მიერ ნათქვამი აღასრულა მოქმედებით? ანუ ის რაც უმატერიოა უხილავია და შეუხებადია და ყოვლად ძლიერია, მის სიძლიერეს აუცილებლად მისი ძალა უნდა განასახიერებდეს.მისი ძალაც მისგან გამომავალია თუმცა მასთან მუდამ განუყოფელია .და იგივე დიდების და და ძლიერების თანაზიერია. საწყისია მისი ღმერთია მაგრამ მისი ძალა მისი სიტყვის მიერ გამოვლინდება.რადგან როგორც ადამიანი იტყვის სიტყვას და მერე ძალით აღასრულებს ასევე .ღმერთისგან იშვება სიტყვა და მის სიტყვას აღასრულებს ძალა. როგორც საწყისი-ღმერთი, სიტყვა, და ძალა, ერთი ბუნება და ერთი დიდების თანაზიარი.სიტყვა არ აღემატება ღმერთს და ძალას და ძალა არ აღემატება სიტყვას და ღმერთს და ასევე ღმეთი არ აღემატება სიტყვას და ძალას. ეს სამივე ერთი ღმერთია ერთი ბუნებით ხოლო მოქმედებით სხვადასხვა, როგორც უმატერიოს ავღნიშნავ ღმერთად ასევე მისგან შობილ სიტყვასაც ავღნიშნავ ღმერთად და ასევე ძალასაც ავღნიშნავ ღმერთად .მათ არ განვყოფ, რადგან ერთია ბუნებით, ხოლო საწყისი სიტყვისა და ძალისა არის ღმერთი- უმატერიო.ასევე სიტყვა და ძალაც უმატერიოა.როგორც ადამიანის შემთხვევაში მისი სიტყვა მასში მუდამ მყოფობს და მისი ძალა მისი სხეულით მუდამ მას ახლავს, და ძალით და მოქმედებით და აზროვნებით ერთია.და როცა გაჩნდა ადამიანი მისი სხეული და აზრი მუდამ მას ახლდა.ასევე როცა იყო ღმერთი მას სიტყვა და ძალა მუდამ მას ახლდა .ამიტომ იოანე მოციქული იდძახის (დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. იოან.1.1) ამიტომ დასაბამი ყოველივესი სიტყვა უნდა ყოფილიყო რადგან ღმერთი იტყოდა რა სიტყვას და სიტყვისმიერ შეიქმნებოდა ყოველივე, ოღონდ სანამ სიტყვას იტყოდა არდაგავიწყდეს რომ ის მანამდე მასშიმარადიულად არსებობდა და მსჯელობდა.როგორც ადამიანი სანამ რამეს სიტყვას იტყვის მანამდე გონებით მსჯელობს და მერე ბგერით გადმოცემს, ბიბლიაც გიჩვენებს სამების სიზუსტეს (დაბ.1.26 თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად). და იმას ვიტყვი .დიდებულო უფალო და ყოვლის აღმავსებელო.და ყოვლად მოწყალეო .მადლობა და დიდება ყოვლისათვის (.იოან 1.14 სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის) დანარჩენი წაიკითხეთ ახალ აღთქმაში შენიშვნებს ვღებულობ .და პატიებას ვითხოვ თურამე შემეშალა .ეს ნაშრომი დავდე რათა ჩემი შეხედულების სისწორე დავაზუსტო

1
66
შეფასება არ არის
ავტორი:აკოაკო700
აკოაკო700
66
  
2018, 19 ნოემბერი, 17:48
იქნებ ვინმემ მცოდნემ აღნიშნოს ცუდი სტატია თუ კაი ? სხვისი აზრი მაინტერესებს ამ სტატიაზე
0 1 1