x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ჯერ თავი ამტკივდა"-როგორ ავიცილოთ ინსულტი
image

ინსულტი, ეს არის ტვინის ინფარქტი, რა დროსაც ხდება სისხლის მიმოქცევის მოშლა. ინსულტის ორი ძირითადი ტიპი არსებობს: იშემიური, ანუ ტვინის ინფარქტი, და ჰემორაგიული, ანუ სისხლჩაქცევა თავის ტვინში.



ინსულტის დროს ხდება ტვინის ნაწილის ნეკროზი (კვდომა). დაავადების გამომწვევი მიზეზების მიუხედავად, თუკი დაზიანება დიდი არ არის, ორგანიზმის კომპენსატორული უნარის წყალობით ფუნქციები რამდენიმე დღესა თუ კვირაში აღდგება. მაგრამ, თუ ფართობი ვრცელია და დაზიანება ტვინის მნიშვნელოვან ნაწილს ეხება, ვითარდება პათოლოგიური დარღვევები.


როგორ ამოვიცნოთ ინსულტის ნიშნები?



1)უეცარი და ძლიერი თავის ტკივილი, ის შეიძლება იყოს თავის ნებისმიერ მონაკვეთში.



2)თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება.



3)მეტყველების დარღვევა, პაციენტს უჭირს საუბარი, გაურკვევლად ლუღლუღებს.



4)პაციენტს უჭირს სიარული, კოორდინაცია დარღვეულია, უბუჟდება ხელ-ფეხი, სახე(ყბა ) ასიმეტრიული უხდება.



ამ დროს რა უნდა მოვიმოქმედოთ?


1)გამოიძახეთ სასწრაფო(ყოველი წუთი ძვირფასია)


2)ავადმყოფი დააწვინეთ და გაუზომეთ არტერიული წნევა, მაღალი წნევის შემთხვევაში მიეცით ჰიპერტენზიული საშუალება(კაპოტენი, კორინფარი), დამატებით შეგიძლიათ მისცეთ კორვალოლი ან ვალოკორდინი.


3)კლინიკაში მკურნალობა არაუმეტეს 3-4 საათში უნდა დაიწყოს, რადგან თუ ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია მოხდება სწრაფად და ხარისხიანად, ამ დროს პაციენტის დაინვალიდების შანსი მკვეთრად კლებულობს.


ინსულტის რისკფაქტორი და როგორ ავიცილოთ ის?


1)ჭარბი წონა - იზრდება ინსულტის რისკი მრავალი ფაქტორიდან გამომდინარე.


2)ასაკი - 40/50 წლიდან ყოველ 10 წელიწადში ინსულტის რისკი 5 ჯერ იზრდება.


3)მხოლოდ 20 მილიგრამი ალკოჰოლი დღეში - განსაკუთრებით, წითელი ნატურალური შავი ღვინო იცავს სისხლძარღვებს.ზედმეტი დოზა უკუეფექტს იწვევს.


4)მოწევა აზიანებს სისხლძარღვვების კედლებს და ხელს უწყობეს თრომბების წარმოქმნას.


5)დაბალი ფიზიკური აქტივობა - აუცილებელია კვირაში საშუალოდ 8 კილომეტრი მაინც იაროთ ფეხით.


6)გენეტიკური მიდრეკილება.

image








ასევე დაგაინტერესებთ

0
347
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0