x
image
_K_
შეიძლება თუ არა წვიმის წყლის დალევა
image

ოდესმე დაინტერესებულხართ, უსაფრთხოა თუ არა წვიმის წყლის დალევა? მოკლე პასუხი ასეთია: ზოგჯერ. სტატიაში გაგაცნობთ, როდის შეიძლება მისი დალევა და როდის არის ის მავნებელი; ასევე, როგორ უნდა გადააქციოთ წვიმის წყალი დასალევად უსაფრთხოდ.








მოკლე ფაქტები: შეიძლება თუ არა წვიმის წყლის დალევა

უმეტესად წვიმის წყალი დასალევად უსაფრთხოა, ზოგჯერ ის ჩვეულებრივ წყალზე სუფთაც კია;

წვიმის წყალი იმდენად სუფთაა, რამდენადაც კონტეინერი, რომელშიც მას ინახავთ;


მხოლოდ ციდან პირდაპირ წამოსული წვიმის წყლის დალევა შეიძლება, ის არ უნდა შეეხოს მცენარეებსა და შენობებს;

წვიმის წყლის ადუღება და გაფილტვრა მას დასალევად კიდევ უფრო სუფთას და უსაფრთხოს გახდის.

image





როდის არ უნდა დალიოთ წვიმის წყალი

მიწაზე დაცემამდე წვიმა ატმოსფეროს გაივლის, ანუ შეიძლება მას ჰაერშიც შეერწყას მინარევები. წვიმის წყალი არ უნდა დალიოთ რადიოაქტიური ადგილების ახლოს, როგორიც ჩერნობილი ან ფუკუშიმას მიმდებარე ტერიტორიებია. ასევე, თავი შეიკავეთ წვიმის წყლის დალევისგან, თუ იმყოფებით ქიმიურ მცენარეებთან ან ქარხნებთან ახლოს. ნუ მიეკარებით წყალს, რომელიც უკვე შეეხო მცენარეებსა და შენობებს, რადგან შესაძლოა ტოქსიკური ქიმიკატები აიკიდოთ. ასევე, ლოგიკურია, რომ არ უნდა დალიოთ ნიადაგიდან ან ბინძური კონტეინერებიდან შეგროვებული წვიმის წყალი.








წვიმის წყალი, რომელიც უსაფრთხოა დასალევად

უმეტესად, წვიმის წყალი უსაფრთხოა დასალევად. საერთოდ, წვიმის წყალი მსოფლიო მოსახლეობის წყლის მარაგის უმეტესობას შეადგენს. წვიმის წყალი შეიძლება ნაკლებად დაბინძურებულიცაა, ვიდრე საყოფაცხოვრებო წყალი. თუმცა, დაიმახსოვრეთ, მან შეიძლება აიკრას ბაქტერიები, მტვერი ან მწერების ნაწილები, ამიტომ სანამ მის დალევას გადაწყვეტთ, მაინც კარგად დაფიქრდით.








როგორ გავხადოთ წვიმის წყალი დასალევად უსაფრთხო

იმისთვის, რომ წვიმის წყალი დასალევად უსაფრთხო გახადოთ, აადუღეთ ან გაფილტრეთ იგი. წყლის ადუღება მასში ბაქტერიებს სპობს. გაფილტვრა კი აშორებს ქიმიკატებს, მტვერს, ობსა და სხვა მინარევებს.

ასევე, მნიშვნელოვანია, როგორ და რაში აგროვებთ წვიმის წყალს. შეგიძლიათ, მას პირდაპირ სუფთა კალათა ან ჯამი შეუშვიროთ. საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ ამისთვის დეზინფიცირებულ ან ახალგარეცხილ ჭურჭელს გამოიყენებთ.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. შეიძლება თუ არა წყლის დალევა ჭამის დროს

image


2. შეიძლება თუ არა წყლის ხელმეორედ ადუღება

image


3. რჩევები, რომლებიც კრიტიკულ სიტუაციებში გამოგადგებათ

image


1
469
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
469
  
2018, 29 ნოემბერი, 0:37
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1