x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
შეიძლება თუ არა სველი თმით დაძინება - რას გვირჩევენ ექიმები
image

ალბათ ბევრისთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა სახლში სამსახურიდან დაქანცული ბრუნდებით, სწრაფად აგვარებთ საოჯახო საქმეებს, აბაზანას იღებთ და... აღარ გაქვთ აღარაფერის თავი, ამიტომ სველი თმით ეგრევე საწოლში წვებთ.

ეს ძალიან დიდი შეცდომაა! ქვემოთ გესაუბრებით იმაზე, თუ რატომ კრძალავენ ტრიქოლოგები (თმის სპეციალისტები) სველი თმით დაწოლას.


თავის ტკივილი



image


სწრაფი ძილის ფაზაში სხეულის ტემპერატურა იმატებს სხეული თბება, სველი თმა კი აგრილებს თავს, რაც იწვევს თავის ტკივილს. ტკივილი განსაკუთრებით მაშინ ვლინდება, თუ თავზე პირსახოცშემოხვეულს დაგეძინათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ სახლში ძალიან არ თბილა ან ფანჯარა ღიაა, დიდი ალბათობაა გაცივდეთ.


ინფექცია


image


ყველასათვის ცნობილია, რომ ბალიშზე, რომელიც ოფლსა და, კანის მკვდარ უჯრედებს იწოვს, უამრავი ჭუჭყი და ბაქტერია იყრის თავს. სველი თმა ასველებს ბალიშს და ამით ქმნის იდეალურ პირობებს სხვადასხვა ინფექციის განვითარებისთვის, რომლებიც შემდეგ თავს იჩენს კანზე ან ალერგიის სახით.


თმის სიმშრალე და მტვრევადობა


image


სველ მდრომარეობაში თქვენი თმა უფრო იბურდება და მათზე მიკრობზარები წარმოოიქმნება. ამას შედეგად თმის მტვრევადობა და დაყოფა მოსდევს. დილით, რაღა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევა და ნერვები დაგჭირდებათ თმის დასავარცხნად.


ქერტლი


image


თუ ქერტლის გაჩენისადმი მიდრეკილება გაქვთ, სველი თმით დაძინება ხელს შეუწყობს ამ პრობლემის გამძაფრებას. ამას გარდა, გაჩნდება უსიამოვნო გაღიზიანება და ქავილი.


არანაირი ვარცხნილობა


image


თუ ერთხელ მაინც დაგძინებიათ სველი თმით, კარგად გეცოდინებათ, რომ დილით თქვენს თავზე საშინელება დაგხვდებათ. რაც არ უნდა შეეცადოთ, როგორადაც არ უნდა ისწოროთ თმა, ნორმალური ვარცხნილობის გაკეთებას ვერ შეძლებთ. ერთადერთი საშუალება არის თავის ხელახლა დაბანა. მაგრამ ეს თქვენი თმისთვის სასარგებლო ნამდვილად არ იქნება.


ასე რომ, არ დაგეზაროთ ძილის წინ თმის გაშრობა. თუ ფენს სწორად გამოიყენებთ, ის არანაირ ზიანს არ მოგიტანთ. ხოლო თუ მაინც არ სწყალობთ ფენს, უბრალოდ დაძინებამდე ცოტა ადრე დაიბანეთ თმა, რომ ბუნებრივად გაშრობა მოასწროს.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. იცით, რომ უნიტაზზე მთელი ცხოვრება არასწორად ვზივართ? - ეს ძალიან საშიშია!

image


2. როგორ ამოვიცნოთ გულის შეტევის მოახლოება ერთი თვით ადრე - აუცილებლად დაიმახსოვრეთ!
image


3. სისხლის ჯგუფის მიხედვით თქვენს ტემპერამენტზე ბევრი რამის გაგება შეიძლება - დააკვირდით!

image


4. პატარა დეტალი, რომლითაც მიხვდებით, რომ ქალს სქესობრივი კავშირი დიდი ხანია არა აქვს - დააკვირდით!

image


5. როგორ შევინარჩუნოთ ვარცხნილობა ქუდის ქვეშ - ეს ხერხი ცხოვრებას გაგიმარტივებთ!

image

0
346
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
346
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0