x
image
alex999
Mediator image
8 ცნობილი ვეგეტარიანელი და მათი აზრი ხორცის მოხმარების შესახებ...
image



〆 ლეონარდო და ვინჩი


image


მხატვარი, არქიტექტორი, მეცნიერი, გამომგონებელი და ფილოსოფოსი - ლეონარდო დავინჩიმ ვეგეტარიანული კვება მას შემდეგ დაიწყო, რაც პითაგორას ცხოვრება წაიკითხა. და ვინჩი ყოველთვის ეწინაამღდეგებოდა ცხოველების ხორცით კვებას და შემდეგი სიტყვებით დაგვამახსოვრა თავი: "ახალგაზრდობიდანვე ვერიდები ხორცს... ერთ დღეს იმედია ადამიანები მიხვდებიან, რომ ცხოველის მოკვლაც იგივე დანაშაულია, როგორც ადამიანის მოკვლა".




〆 ალბერტ აინშტაინი



image


აინშტაინი დაბადებიდანვე ვეგეტარიანელი არ ყოფილა. მან თევზით და ხორცით კვება სიკვდილამდე რამოდენიმე წლით ადრე შეწყვიტა. მიზი აზრით ადამიანი ხორცზე დამოკიდებული არასოდეს ყოფილა და არც ხორცის ჭამით დაუწყია ცხოვრება. " ვფიქრობ, რომ ცხიმის, თევზის და ხორცის გარეშე ცხოვრება უკეთესია... ვეგეტარიანელობა უფრო ხანგრძლივ სიცოცხლეს ნიშნავს."




〆 თომას ედისონი


image


XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამომგონებელი იყო თომას ედისონი. ედისონის აზრით არაა სწორი მიმართულება ის, რომ ადამიანები საკვებისთვის ცხოველებს, სულიერ არსებებს ხოცავენ - "ვეგეტარიანელი ადამიანის როგორც ორგანიზმი, ასევე ტვინიც კარგად მუშაობს, უფრო გვიან დაბერდებით... თუ არ შევწყვიტეთ სხვა ცოცხალი არსებების განადგურება, ჩვენ ვიქნებით ყველაზე საშინელი არსებები კაცობრიობის ისტორიაში!"




ნიკოლა ტესლა


image


XX საუკუნის ერთ-ერთი გენია, რომლის წყალობითაც დღეს კაცობრიობა არსებობს. ეს კაცი ნიკოლა ტესლაა. მიუხედავად იმისა, რომ თომას ედისონისთვის მუდამ კონკურენტი იყო, მათ რაღაცაში მაინც ჰქონდათ საერთო, ეს იყო ვეგეტარიანელობა. "დღეს სასურველია, ყველა ადამიანი გადაიქცეს ვეგეტარიანელად... რატომ უნდამოკლათ ცხოველი იმისთვის, რომ გაძღეთ, როცა თავისუფლად შეგიძლიათ მოიყვანოთ ბოსტნეული... ჩვენ თანამედროვე თაობის ბარბაროსები არ ვიქნებით..."




ფრენც კაფკა


image


ცნობილმა მწერალმა, ფრენც კაფკამ ეთიკური მიზეზების გამო უარი თქვა ცხოველების ხორცით კვებაზე. ის მშვიდად უყურებდა აკვარიუმში მოცურავე თევზს - "ახლა შენ მშვიდად გიყურებ, რადგან ძალიან მიყვარხარ. ის მაინც ვიცი, რომ აღარ შეგჭამ"




ლევ ტოლსტოი


image


ტოლსტოიმ სიგარეტი, ალკოჰოლი და ხორცის ჭამა შუა ასაკებში შეწყვიტა. ის ფიქრობდა, რომ ადამიანები ცხოველების ხოცვის გარეშეც შეძლებენ ცხოვრებას - "ხორცის გარეშე უფრო ჯანმრთელად შეგვიძლია ცხოვრება. ეს უკვე ადამიანობის ორმაგი სარგებელია, თან ჯანმრთელობა და თან ნაკლები ცოდვა!"




〆 მერი შელი


image


ცნობილი ფრანკეშტეინის ავტორი მერი შელიც ვეგეტარიანელია. "მე განვსხვავდები სხვა ადამიანებისგან... მადის გამო, მე ერთ ბატკანს ვერ მოვკლავ, თუთასაც შეუძლია დამანაყროს"




〆 მაჰათმა განდი


image


მაჰათმა განდი ბავშვობიდანვე ვეგეტარიანელია. მიზი აზრით - "ვფიქრობ, რომ ჩვენი მომავალი ჩვენს ხელებშია. ცხოველები ჩვენი მეგობრები არიან და მათი ხორცით გამოკვება, იგივეა, რაც ადამიანმა ჭამოს საკუთარი მეგობარი. აბა თქვენც დაფიქრდით..."














სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. "გიორგი ვაშაძე, თქვენთვის ე.წ. შავი ხვრელი“ ჩემთვის მთელი ცხოვრებაა" - ნინი მთვარაძე

2. "ქალიშვილი სარძლო" - სუდანში, მშობლებმა საკუთარი 17 წლის ქალიშვილი გაყიდეს!

3. გატაცება, სექსუალური ძალადობა და კიდევ სხვა - ცნობილები, რომლებსაც გულშემატკივრებმა სიცოცხლე ჩაუმწარეს!

4. სატაცური - ეს უნდა იცოდეთ!

5. ღია წერილის სახით გაცემული პასუხი ბიძინა ივანიშვილს! (დავით ნემსაძე)

5
556
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
556
  
2019, 2 იანვარი, 4:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 29 ნოემბერი, 0:38
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
2018, 28 ნოემბერი, 21:02
მადლობა,
2018, 28 ნოემბერი, 20:32
ახლა გავიგე :) ძალიან კარგი, მეც მინდა გადავწყვიტო და უარი განვაცხადო ხორცზე! მეც გიცნობ და ინტერმედიაც - ერთ-ერთი საუკეთესო ავტორი ხარ შენ
2018, 28 ნოემბერი, 20:29
და მე :) ცნობილი არა ვარ, მაგრამ შენ ხომ მიცნობ? :)))
0 1 5