x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მაკაოს გრან-პრი ჩაიშალა მრბოლელი გოგონას-სოფია ფლიორშის მძიმე ავარიის გამო

image სპორტული ბოლიდებით შეჯიბრს მუდამ უამრავი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი ჰყავს და ამ დროს დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რომელი ვერსიით ან რომელი კლასის ბოლიდებითაა რბოლა.
მაკაოს გრან-პრი "ფორმულა3"-ში შეჩერებულ იქნა გერმანელი, 17 წლის მრბოლელის, სოფია ფლიორშის მონაწილეობით მომხდარი ავარიის გამო.
რბოლა შეჩერებულ იქნა რბოლის მეორე წრეზე, როდესაც სარბოლო ტრასიდან ბოლიდების გამცილებელი "сейфти-кар"-ის (უსაფრთხოების მანქანა) გასვლის შემდეგ. მეორე წრის მოსახვევში შესვლამდე მაღალი სიჩქარით მოძრავი გერმანელი მრბოლელი მთელი სისწრაფით შეასკდა შო ცუბოის ბოლიდს.
ცუბოისთან შეჯახების მერე გერმანელი მრბოლელი გოგონას ბოლიდი სარბოლ
ბილიკიდან გადავიდა და მთელი სისწრაფით დაეჯახა ბარიერს, რის გამოც ბოლიდი სერიოზულად დაზიანდა და შეჯიბრება შეჩერებულ იქნა. გერმანელი მრბოლელი და შო ცუბოი კლინიკაში გადაიყვანეს.

გრან-პრის ორგანიზატორები არ ახმაურებენ, ავარიას სხვა დაზარალებულები ჰყავს თუ არა, არც იმაზე ავრცელებენ ინფორმაციას, თუ როდის გაგრძელდება მაკაოს გრან-პრი.
სოფიას გუნდის ტექნიკური პერსონალი კი ატარებს ექსპერტიზას დამტვრეულ ბოლიდზე, თუ რა ტექნიკურ პრობლემას ჰქონდა ადგილი, რადგან ასაკის მიუხედავად, სოფია არაა ის მრბოლელი, რომელიც მოსახვევში ასეთი სიჩქარით შეეცდებოდა შესვლას.
ჯანმრთელობა ვუსურვოთ 17 წლის გერმანელ მრბოლელს და მეორე დაზარალებულსაც.

0
79
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0