x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134465
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508529
არის თუ არა სტალინი გარეული ლენინის სიკვდილში?

image

"1922 წლის 22 დეკემბერს ლენინი წერდა:

— ამხანაგმა სტალინმა, როცა ის გენერალური მდივანი გახდა, თავის ხელში მოაქცია განუზომელი ძალაუფლება, და მე დარწმუნებული არა ვარ, შეძლებს თუ არა იგი ყოველთვის საკმაოდ ფრთხილად გამოიყენოს ეს ძალაუფება. სტალინი ძალიან უხეშია, და ეს ნაკლი, რომელიც სავსებით ასატანია, ჩვენს, კომუნისტების, წრეში და ურთიერთობაში, აუტანელი ხდება გენერალური მდივნის თანამდებობაზე. ამიტომ მე წინადადებით მივმართავ ამხანაგებს, რომ მოიფიქრონ ამ ადგილიდან სტალინის სხვაგან გადაყვანის საშუალება და დანიშნონ ამ ადგილზე სხვა ადამიანი, რომელიც ყველა სხვა მხრივ განსხვავდება ამხანაგ სტალინისაგან მხოლოდ ერთი უპირატესობით, სახელდობრ უფრო ლმობიერია, უფრო ლოიალურია, უფრო თავაზიანი და უფრო ყურადღებიანია ნაკლებ ჭირვეულია და ა. შ.

მაგრამ იმ ყრილობამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, რომელზედაც უნდა გადაწყვეტილიყო საკითხი სტალინის შესახებ, 1924 წელს ლენინს ეცემა დამბლა, და იგი მოულოდნელად იღუპება. ლენინი, რომ არ მომკვდარიყო სტალინის პოლიტიკური დღეები დათვლილი იქნებოდა. როდესაც მოკვდა ლენინი, ტროცკი იყო კავკასიაში, სოხუმის რაიონში, სადაც მკურნალობდა გრიპის თუ ფილტვების ანთებას. მას შეატყობინეს ლენინის სიკვდილის შესახებ, დასაფლავების თარიღის შესახებ. მაგრამ სტალინის ინიციატივით დასაფლავების თარიღი მითითებული იყო ერთი დღეღამის დაგვინებით. როდესაც ტროცკი ჩამოფრინდა მოსკოვში, უკვე შემდგარი იყო ვლადიმირ ილიას ძის დასაფლავება, სადაც სტალინი გამოვიდა გამოსათხოვარი სიტყვით. სიტყვაში მან დაახლოებით 100-ჯერ ახსენა ლენინი, რასაც ყოველ ჯერზე ხალხის ოვაციები და შეძახილები ახლდა. ეს სიტყვა ისტორიაში შევიდა „ბელადის ფიცის" სახელით:

— ლენინმა გვიანდერძა... გავუფრთხილდეთ პარტიის წევრის წმინდა სახელს... ვფიცავთ, რომ ღირსეულად შევასრულებთ შენს ანდერძს... მუდამ გვემახსოვრება შენი სიტყვები – განვამტკიცოთ და გავაფართოოთ რესპუბლიკები.

მოგვიანებით ტროცკი იტყვის:

— მე რომ ვყოფილიყავი მოსკოვში, მე დავდებდი ფიცს ლენინის კუბოსთან, მე ვიქნებოდი გამოცხადებული მემკვიდრედ, მე უფრო მეტი სიყვარული მქონდა პარტიასა და ხალხში, შეუდარებლად უფრო მეტი.


image

5
426
4-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
426
  
2019, 17 მაისი, 12:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 20 ნოემბერი, 10:10
კი ეგეც ვიცი და ბევრი კაი აქვს ბერიას გაკეთებული აქ.
2018, 19 ნოემბერი, 19:00
ბერია გენიოსი იყო, აფხაზეთში ქართველების მასიური ჩასახლება სხვადასხვა რეგიონიდან მისი დამსახურებაა.
რომ დაცლოდა აფსუებისაგან გაწმენდდა აფხაზეთს და ქართველური ეთნოსი აფხაზი დარჩებოდა მხოლოდ, ვისთანაც კონფლიქტი არასდროს გვექნებოდა.
2018, 19 ნოემბერი, 14:27
კი გამიგია მეც,მარა დეტალებში არ ვიცი,მერე სტალინს უნდა ჩავუღრმავდე მაგარი საინტერესო პიროვნებაა,გურჯიევთან და ბერიასთან ერთად.რამოდენიმე წიგნი მაქვს წაკითხული მარა უნდა დავადგინო.
2018, 18 ნოემბერი, 19:57
ვენერიული დაავადების გამო, რომელიც მას საკუთარმა ცოლა "მიუძღვნა" ბოლო თვეებში ლენინი ისედაც ცუდად იყო, სტალინს, რომ არ დაესწრო სტალინის ადგილს დაიკავებდა ტოცკი და სტალინს აუცილებლად დაახვრეტინებდა.
სორედ სტალინის ბრძანებით იქნა ლათინურ ამერიკაში ტროცკი ლიკვიდირებული.
0 1 5