x
მეტი
  • 17.12.2018
  • სტატია:83816
  • ვიდეო:334551
  • სურათი:441939
ახალგაზრდა კაცი 99 წლიან პატიმრობას ერთი ფოტოს წყალობით გადაურჩა

imageკრისტოფერ პრეკოპია გასული წლის სექტემბერში დააკავეს, მას შემდეგ, რაც მისმა ყოფილმა შეყვარებულმა იგი მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში დაადანაშაულა.


გოგონას თქმით, კრისტოფერი 2017 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით 19:20 წუთზე შეიჭრა მის სახლში. ჯერ დანით დაემუქრა, შემდეგ კი მკერდზე Х ამოუკაწრა.

image

ბრალდებამ კრისტოფერისთვის 99 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა, მისმა მშობლებმა გირაო 150 000 დოლარი შეიტანეს და დაიწყეს მისი სიმართლისათვის ბრძოლა.



კრისტოფერს არ სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მის თავს ხდებოდა, იგი საშინელ დეპრესიაში ჩავარდა:"ვიმედოვნებდი, რომ დავიძინებდი და აღარ გავიღვიძებდი".

პრეკოპიამ იცოდა, რომ ეს მას არ გაუკეთებია, მაგრამ ამას დამტკიცება უნდოდა.

ახალგაზრდას გაახსენდა, რომ 2017 წლის 20 სექტემბერს, ანუ "თავდასხმის"დღეს იგი დედასთან და ოჯახის წევრებთან 65 მილის დაშორებით ჩრდილო-დასავლეთ ოსტინში(ტეხასის შტატი) იმყოფებოდა, თუმცა ამას დამტკიცება სჭირდებოდა.



ამ დროს დედას გაახსენდა, რომ სადილის დროს მათ, ოჯახის წევრებმა ერთობლივი სელფი გადაიღეს და სოციალურ ქსელში ატვირთეს.

image

ბრალდებულმა გამოძიებას Facebook-ზე გამოქვეყნებული სელფი წარუდგინა, სადაც თარიღი და ლოკაციაც იყო მითითებული.




როგორც გაირკვა, ყოფილმა შეყვარებულმა გოგომ თავდასხმის ისტორია კრისტოფორის დასასჯელად და შურისძიების მიზნით გამოიგონა.


0
1017
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1017
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0