x
image
კატო ემხვარი
რომელი ფერებია მოდური ზამთრისათვის?
image

რომელი ფერებია მოდური და აქტუალური 2018-2019 წლის ზამთრისათვის? ამ და სხვა კითხვებზე, რომლებიც აწუხებს იმ ქალბატონებს, ვისთვისაც მოდურ ტენდენციებს დიდი მნიშვნელობა აქვს, გთავაზობთ სტატიას, სადაც შემოგთავაზებთ იმ ფერების სიას, რომლებიც ამ ზამთარში განსაკუთრებით აქტუალურია. ისინი ნამდვილად ახალ სიცოცხლეს შემატებენ თქვენს გარდერობს, მას უფრო მდიდრულს, მოდურს და ელეგანტურს გახდიან.


მაშ ასე, გთავაზობთ ზამთრის ყველაზე აქტუალური ფერების ჩამონათვალს:


1. წითელი


წითელი ფერი თითქმის ყოველთვის აქტუალურია. ამ ზამთარში შეგიძლიათ თქვენს გარდერობს შემატოთ როგორც წითელი, ასევე ე.წ. ბორდოსფერი წითელი ტანსაცმელი.


imageimage


2. ლურჯი

ამ ფერს ბევრ დიზაინერთან შეხვდებით. თამამად შეგიძიათ შეარჩიოთ ამ ფერის პალტოები, ქურთუკები, კაბები, მოსაცმელები და ა.შ.

image


3. ყვითელი

ყვითელი წელს ძალიან აქტუალურია. შეგიძლიათ, გამოიყენოთ არა მხოლოდ ამ ფერის ტანსაცმელი, არამედ აქსესუარებიც.

image


4. მუქი მწვანე

ეს ფერი ერთგვარ სინთეზს წარმოადგენს მწვანე და ლურჯი ფერებისა. ის ძალიან აქტუალურია ცნობილი მოდის სახლების ტანისამოსში.

image


5. ნაცრისფერი

ეს ფერი იდეალურია ნებისმიერი ვარიანტისათვის: კლასიკური იქნება თუ სპორტული.

image



0
143
შეფასება არ არის
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0