x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"ჩემი ქმარი ცოცხალი აღარ არის ..მეშინია ,როცა ვუყურებ, რა ხდება რუსეთში.."- ლუდმილა პუტინა
image
რუსეთის პრეზიდენტის ყოფილმა ცოლმა ლუდმილა პუტინამ ვლადიმერ პუტინის მკვლელობის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ 2017 წელს გააკეთა.

ამის შესახებ მან გერმანიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გამოცემასთან, GLUTCH- თან ინტერვიუში განაცხადა.

ქალბატონი აცხადებს, რომ მას ახლა ეშინია თავისი და მისი შვილების სიცოცხლის გამო.

"ჩემი ქმარი, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის. საჯაროდ უნდა ვაღიარო, რადგან ვხედავ, რა ხდება მისი სახელით. ეს საშინელი ხალხია. ისინ არაფრის წინაშ უკან არ დაიხევენ. მეშინია, რომ ახლა მე მომკლავენ და ქალიშვილებსაც დახოცავენ. "- თქვა მან.


ლუდმილა ამბობს, რომ პუტინს რთული პერიოდი ჰქონდა, ის კიდევ უფრო ჩაკეტილი გახდა ბოლო დროს. მის გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, ღამით, გაფრთხილების გარეშე, ქალიშვილები წაიყვანა და წავიდა, ოღონდ სად არ იცის.

"ამის შემდეგ ის სრულიად გაუჩინარდა. ღამით, რამდენიმე ადამიანი მოვიდა ჩვენს სახლში - ზოგიერთს ვიცნობდი, ზოგი საერთოდ პირველად დავინახე. ყველაფერი თავდაყირა დააყენეს, დაათვალიერეს ყველა ფურცელი. მე მხოლოდ ერთი რამე მითხრეს: -"თუ გინდა იცოცხლო, ჩუმად იყავი". მეუღლის შესახებ ყველა კითხვას მოკლედ უპასუხეს, რომ მალე ჩამოვა, რომ მას მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში არავისთან არ უნდა განიხილონ ეს. " - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ყოფილმა მეუღლემ.

რამდენიმე დღის შემდეგ, მისი თქმით, პუტინის პირველი ორეული გამოჩნდა.

"მოგვიანებით გავიგე, რომ ვლადიმერის მკვლელობა ერთი წელიწადი მზადდებოდა, ის სისრულეში მაშინ მოიყვანეს, როდესაც პირველი ორეული მზად იყო მისი ადგილის დასაკავებლად. გარეგნულად, რა თქმა უნდა, ის პუტინს ძალიან გავდა - მე გაოცებული ვიყავი. მაგრამ ეს იყო სრულიად განსხვავებული ადამიანი "- ამბობს ლუდმილა პუტინა.

ლუდმილა ამტკიცებს, რომ სიკვდილის მუქარით იძულებული გახდა, ეთამაშა ცოლის როლი.

"მე არ მქონდა არჩევანი. შევეცადე თავიდან ამეცილებინა საზოგადოებრივი ღონისძიებები, შეხვედრა ჟურნალისტებთან“ ინტრიგებისა და ჭორებისთვის. - ეს ყველაფერი მძიმე იყო ჩემთვის. მაგრამ ვფიქრობდი, რომ მეთამაშა ჩემთვის უცნობი ადამიანის ცოლის როლი ეს საშინელება იყო. აქედან გამომდინარე, ისინი ჩემთვის ორეულს ამზადებდნენ. როცა რაღაცას ვამბობდი ისეთს, რაც სცენარის მიხედვით არ იყო დაგეგმილი, ეს არეულობას იწვევდა. თუ ისინი მოასწრებდნენ მოენახათ მეტ-ნაკლებად მსგავსი ჩემი ორეული, ისინი დიდი ხნის წინ მომკლავდნენ. " - ამბობს ლუდმილა პუტინა.

მან დასძინა, რომ სასწაულით შეძლო გაქცევა და ახლა ბედნიერად ცხოვრობს საზღვარგარეთ.

"გასაგები მიზეზების გამო, მე ვერ ვასახელებ იმ ხალხს, ვინც დაგვეხმარა ამ საშინელი ინსცენირების შეჩერებაში და დამალვაში. გაყრა იყო ჩემი გადარჩენის გზა. ახლა საზღვარგარეთ ვცხოვრობ, კარგად ვარ. მაგრამ მე მეშინია, როცა ვუყურებ იმას, რა ხდება რუსეთში. " - აღიარა რუსეთის პრეზიდენტის ყოფილმა მეუღლემ.



2
3230
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
3230
  
2018, 23 ნოემბერი, 1:23
რუსეთში რამდენიმმე ცრუ დიმიტრი იყო და ეხლა ცრუ ვლადიმერი გამოჩნდა?
2018, 18 ნოემბერი, 19:11
მდააა, ეშინია თურმე და ქე მოსდო მსოფლიოს ვალოდიას ამბები)
0 1 2