x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
უთხარით არა ჭაღარას! როგორ ვებრძოლოთ ჭაღარას სახლის პირობებში?
თმის გათეთრება ანუ ჭაღარა არის პრობლემა, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანს აწუხებს. ის ძირითადად ასაკის მატებასთან ერთად ჩნდება, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ჭაღარა თავს იჩენს ახალგაზრდებშიც.


რა იწვევს თმის გაჭაღარავებას?

თმის ფერი პირდაპირ კავშირშია მელანინთან. ასაკის მატებასთან ერთად იკლებს უჯრედებში მელანინის რაოდენობა და ხარისხი, რაც იწვევს თმის ფერის დაკარგვას და თმა თეთრდება.


image


რამ შეიძლება გამოიწვიოს თმის ნაადრევი გაჭაღარავება?

თმის ნაადრევი გაჭაღარავება შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის დაავადებამ, როგორებიცაა, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, სებორეა. ასევე, ნაადრევი გაჭაღარავების გამომწვევი შეიძლება გახდეს კალციუმის, B12-ის, რკინის ნაკლებობა ორგანიზმში. სტრესი, უარყოფითი ემოციები განსაკუთრებით მოქმედებს როგორც მთლიანად ორგანიზმზე, ასევე თმის უჯრედებზეც.


როგორ შეიძლება ავიცილოთ თმის გათეთრება?

თმის ადრე გათეთრება შეიძლება თავიდან ავიცილოთ ერთი მეტად მარტივი გზით: თმის ძირები და მთელი თმა დღეგამოშვებით უნდა შევიზილოთ გახეხილი ვაშლის მჟავე წვენით. ვაშლის წვენით იკვებება თმა და თმის ძირები. ამ პროცედურს საშუალებით თმის გათეთრება შეიძლება ავიცილოთ რამდენიმე წლითაც კი.

0
221
შეფასება არ არის
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0