x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ქალის სილამაზის სტანდარტები 1910-დან – 2010 წლქმდე (+ პროგნოზი, 2020 წლამდე)

image

imageყველამ ვიცით, რომ მუდმივი ამ ქვეყანაზე არაფერია... და არც ქალის სილამაზე, უფრო სწორედ, ჩვენი წარმოდგენებია მასზე, მარადიული. ის გამუდმებით იცვლება და შეიძლება ითქვას, ძალიან სწრაფადაც. ამასთან, სილამაზის იდეალი, შეიძლება, მხოლოდ დროში კი არა, სივრცეშიც შეიცვალოს. მაგ., აფრიკელებს, ლათინოსებს (იგულისხმება, სამხ. ამერიის მოსახლეობა) და ევროპელებს, ერთნაირი სტანდარტი ვერ ექნებათ. მაგრამ არის საერთო, ზოგადი მაჩვენებლები, რომელიც ცივილიზებულ მსოფლიოში ერთდროულად მკვიდრდება და ასევე ერთდროულად განიცდის ცვლილებას.

სილამაზის სტანდარტი ყველა დროში და ყველა ეპოქაში არსებობდა. თავდაპირველად ყველა ქვეყანას თავისი ჰქონდა, ხოლო, კინომატოგრაფიის განვითარებასთან ერთად, სტილის I ხატებაც შეიქმნა და იქიდან მოყოლებული, დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც საყოველთაოდ აღიარებულ ვარსკვლავებს და კერპებს ბაძავენ. ერთი შეხედვით, თითქოს, კინო აწესებს სილამაზის სტანდარტს. მაგრამ, კინო ეპოქის ანასახია და მასში ყველა ტენდენცია, დროის კარნახით იქმნება.



გასული საუკუნის 10-იანი წლები: გარდაქმნების ეპოქა


image


იმ პერიოდში «იდეალურ ქალბატონად» მოკრძალებული ლამაზმანი ითვლებოდა, კულულებით. მაგ., ისეთი, როგორიც მერი პიკფორდი იყო. მაგრამ, I მსოფლიო ომის (1914 - 1918 წწ.) შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა, როგორც ადამიანების ცნობიერებაში, ისე გარე ფაქტორებისადმი დამოკიდებულებაში. ომიდან დაბრუნებული მამაკაცები შოკირებულები იყვნენ, რადგან საკუთარი მეუღლეები მოკლე ვარცხნილობით დახვდნენ. ხოლო გოგონები, უფრო თამამები და ემანსიპირებულები გახდნენ. ისინი მოურიდებლად ხმარობდნენ კოსმეტიკას, ხოლო მუნჯი კინოს მთავარი გმირები ე. წ. ქალი-ვამპები იყვნენ.



XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში ძალას იკრებდა ფემინისტური მოძრაობა. ქალები გენდერული თანასწორობისთვის იბრძვოდნენ და შეიცვალა სილამაზის სტანდარტებიც: პოპულარული გახდა მამაკაცისებური გარეგნობა, – პატარა მკერდით და ვიწრო თეძოებით.



20-იანი წლები: ჯაზის ეპოქის გოგონები


image
20-იანი წლების დასაწყისში გრძელი თმა საბოლოოდ გამოვიდა მოდიდან. იმავე პერიოდში აღმოცენდა «მარადიული ახალგაზრდობის» კულტი და გაჩნდა კოსმეტიკური საშუალებები, რომლითაც ქალბატონებს გარეგნობის ნაკლს ოსტატურად მალავდნენ. «ზრდასრული პატარები», გამომწვევი კოსმეტიკით და სწორი მინი კაბით, დაბალ წელზე — ასე გამოიყურებოდნენ ჯაზის ეპოქის ქალბატონები.



30-იანი წლწბი: უნაკლოები ანუ გლამური


image
ამ ათწლწულში «იდეალურად» მაღალი და გამხდარი ქალები ითვლებოდნენ, სწორი, ლამაზი სახის ნაკვთებით, ხვეული თმით, გრძელი წამწამებით და უნაკლო ფორმის წვრილი წარბებით. სწორედ 30-იან წლებში გაჩნდა ის, რასაც შემდგომში გლამური უწოდეს. სილამაზის ამ სტანდარტების მასებში დამკვიდრება კი კინოს დიდი ვარსკვლავების, მათ შორის, ჯინ ჰარლოუს, მარლენ დიტრიჰის, გრეტა გარბის და იმ ეპოქის სხავ მსახიობების წყალობით მოხდა.



40-იანი წლები: ძლიერი ქალები


image
ყველასთვის ცნობილი მოვლენების გამო, იმ პერიოდში, ნაკლებად ფიქრობდნენ სილამაზეზე. ისინიც კი ვისაც II მსოდლიო ომი ნაკლებად შეეხო, — მაგ., ჰოლივუდის მსახიობები, — საკმაოდ თავშეკავებულად გამოიყურებოდნენ.



50-იანი წლები: ქალურობისთვის ხაზგასმა


image
გასული საუკუნის შუა პერიოდში ქალის სხეულის ფორმების მომრგვალება დაიწყო და სწორედ მაშინ გაჟღერდა, ყველასთვის ცნობილი ციფრები: 90-60-90.

50-იანები სამუდამოდ შევა ისტორიაში, როგორც new look-ის და pin-up-ის ეპოქა, რომელმაც კინომატოგრაფიას ისეთი ვარსკვლავები აჩუქა, როგორიც მერლინ მონრო, სოფი ლორენი, ჯეინ მელფილდი, ოდრი ჰეპბერნი, ელიზაბეთ ტეილორი და სხვა ლამაზმანები იყვნენ. სიგამხდრე უკვე აღარავის მოსწონდა, რადგან ის წარსულის რთულ პერიოდთან ასოცირდებოდა. ხოლო, კანონიკური გარეგნობა ასეთი იყო — განიერი თეძოები და მაღალი მკერთი, ლერწმისებური წელით, ვიწრო მხრებით და ლამაზი გამხდარი ფეხებით.



60-იანები: მინიატურული ლამაზმანები


image
60-იან წლებში იდეალური გარეგნობის ქალებად, «მოზარდი ქალები» ითვლებოდნენ, თავიაანთი ექსტრემალური სიგამხდრით. ზოგიერთები ამას ტელევიზიის განვითარებას უკავშირებენ. ყველასთვის ცნობილია, რომ კამერა «ასუქებს» და იმისთვის, რომ ეკრანზე ლამაზად გამოჩენილიყვნიენ, ყველა ვისაც ამ სფეროსთან ჰქონდა კავშირი, უნდა გამხდარიყო.

იმ პერიოდში, ქალის სილამაზის ეტალონად — გამჭვირვალობამდე გამხდარი ტვიგი (მსახიობი, მოდელი და მომღერალი Lesley Hornby) და უნაზესი ნენსი სინატრა ითვლებოდა. და გასაკვირი არ არის, რომ გოგონების ერთი ნაწილი დიეტას იცავდა, რომ საკუთარ კერპებს დამსგავსებოდა.



70-იანები: დისკოს სტილი


image


გასული საუკუნის 70-იანი წლებში, მსოფლიოში შექმნილმა დაძაბულმა მდგომარეობამ, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, ქალის სილამაზის სულ სხვა იდეალები ჩამოაყალიბა – გაჩდნენ სპორტული აღნაგობის ქალები, მკვეთრად ჩამოყალიბებული ცხოვრებისეული პოზიციით, რომლებიც საკუთარი იდეებისთვის იბრძვოდნენ. ავადმყოფური სიგამხდრე და ფერმკრთალობა, გარკვეული დროით, წარსულში დარჩა. სიფრიფანა გოგონები გამხდარმა, მაგრამ ძლიერმა, გოგონებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც სპორტის რომელიმე სახეობით იყვნენ დაკავშირებულები და ბევრს ცეკვავდნენ. მაგ., ისეთებმა, როგორებიც მსახიობი ფერა ფოსტერი და მომღერალი დონა სამერი იყვნენ.



80-იანები: აერობიკის დედოფლები


image


ათლეტურობა მისაღები იყო 80-იან წლებშიც: იმ დროს თითქმის ყველა აერობიკით იყო დაკავებული. სტილის აღიარებულ კერპებს შორის იყვნენ მადონა და გრეის ჯონსი. ვარსკვლავებს ბევრი მიმდევარი ჰყავდათ და მათი იმიჯისთვის მიბაძვას ბევრი ცდილომდა.



90-იანები: სუპერმოდელები

image


აღნიშნულ ათწლეულში იდეალურ სილამაზედ, სუპერმოდელის გარეგნობა ითვლებოდა — ისეთების, როგორებიც იყვნენ ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდი, კეიტ მოსი და კლაუდია შიფერი.



მილენიუმი: სუსტი და გარუჯული



image


90-იან წლებში მოდაში რუჯი შემოვიდა და ავტომატურად სილამაზის სტანდარტად იქცა. წინა ათწლეულიდან გადმოყოლილ სუპერ მოდელის გარეგნობას, რუჯიც დაემატა და ლამაზი ქალის იდეალიც ჩამოყალიბდა: რუჯით დაფარული გამხდარი სხეული. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ მეტისმეტი სიგამხდრე უკვე აღარავის მოსწონდა და უპირატესობა სინდი კროუფორდის ტიპის გარეგნობას ენიჭებოდა.



მიმდინარე საუკუნის 10-იანი წლები: პოზიტიური სხეული


image


პირველად, ათეულობით წლის შემდეგ, მრგვალი ფორმების მოდა ისევ დაბრუნდა და უპირატესობა მიენიჭა ქალის გარეგნობას, რომელსაც «ქვიშის საათს» ეძახიან: განიერი თეძოები, «ბრაზილიური» (მკვრივი) ბარძაყები, ფუმფულა მკერდი და ვიწრო წელი, რომელიც ისევ ტრენდშია. ხოლო, მოდის ჟურნალების ფურცლებზე და პოდიუმებზე «არასტანდარტული» ზომების მოდელები მომრავლნენ და როგორც ამბობენ, ეს მდგომარეობა, მინიმუმ, ამ ათწლეულის ბოლომდე შენარჩუნდება.


სხეულის ტიპი


სილამაზის ეტალონებთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია. მაგრა რა უნდა ქნან მათ, ვისაც ბუნებამ იდეალური გარეგნობა არ მისცა?

ზოგიერთი რამის გამოსწორება სპორტის დახმარებით შეიძლება. მაგ., კუნთების სიმკვრივის მიღწევა და კანქვეშა ცხიმის ფენების მოცილება, ყველა ქალბატონს შეუძლია. მაგრამ, «ქვიშის საათს» ფორმის მისაღებად, შეიძლება ეს საკმარისი არ იყოს და აქ უკვე სამოსის ელემენტი ერთვება... და უნდა აღინიშნოს, რომ ხარისხიანი, ლამაზი ნივთების შეძენაზე უფრო მნიშვნელოვანი, ის არის, რომ ის ქალის სხეულის წყობას, – მის გარეგნობას შეესაბამებოდეს.
სამოსის შერჩევისას, შეცდომა რომ არ დაუშვათ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი სხეულის ტიპი უნდა დაადგინოთ და ბრძნული რეკომენდაციები გაითვალისწინოთ! გაგრძელება >>>

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageქალის სილამაზის სტანდარტები სხვადასხვა ქვეყნებში
შეღებილი ფრჩხილები და ქალის ღირსების «ნიშანი»

ქალის საცურაო კოსტუმების ევოლუცია, უკანასკნელი 100 წლის მანძილზე



0
547
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
547
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0