x
მეტი
  • 17.12.2018
  • სტატია:83816
  • ვიდეო:334551
  • სურათი:441939
ჩვენ ყველანი დაკავშირებულნი ვართ - მეცნიერების სიმფონია

ჩვენ ყველანი დაკავშირებულნი ვართ - მეცნიერების სიმფონია


ქვემდებარე ტექსტი და ვიდეო აწყობილია დიდი მეცნიერების და მეცნიერების პოპულარიზატორების გამონათქვამების მიხედვით. ეს არის ის ხალხი, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს მსოფლიოს ახალგაზრდობაში მეცნიერების პროპაგანდის საქმეში და დააინტერესეს ისინი კოსმოლოგიით, ევოლუციით და სამყაროს ისტორიით: ნილ დიგრას ტაისონი, კარლ სეიგანი, ბილ ნაი და სტეფან ჰოკინგი.


ჩვენ ყველანი დაკავშირებულნი ვართ - მეცნიერების სიმფონია


"ჩვენ ყველანი დაკავშირებულნი ვართ ერთმანეთთან ბიოლოგიურად, დედამიწასთან ქიმიურად, ხოლო მთელ სამყაროსთან - ატომურად. ბუნების წარმოსახვის უნარი იმდენად აღემატება ადამიანთა წარმოსახვის უნარს, რომ არ მგონია ოდესმე მოსვენების საშუალება მოგვცეს უპასუხო კითხვებმა. მე ვარ ერთი კაცი, დედამიწაზე მაცხოვრებელი, მართლაც, მე მხოლოდ მტვერი ვარ ვარსკვლავთან შედარებით, ხოლო ის პლანეტა, რომლზეც ვცხოვრობ, ჩემნაირი მტვრის ნაწილაკია. იფიქრო ამ ყველაფერზე, იფიქრო უშველებელ სიცარიელეზე და სივრცეებზე კოსმოსში, რომელიც სავსეა მილიარდობით მილიარდი ვარსკვლავით, მილიარდობით მილიარდი მტვრით...


ცოცხალ არსებათა სილამაზე და მრავალფეროვნება არაა გამოწვეული მათში არსებული ატომების განსხვავებულობით, არამედ ეს გამოწვეულია ერთნაირი ატომების სხვადასხვაგვარი განლაგებით, იმის მიხედვით თუ რა კომბინაციებს ქმნიან და რა ფორმებს აწყობენ ამ არსებათა შენებაში მონაწილე მოლეკულებში. კოსმოსი ჩვენშია, ჩვენც ვარსკვლავური მტვრისგან ვართ წარმოქმნილი. ჩვენ ვართ გზა, რომლითაც კოსმოსს საკუთარი თავის შეცნობა შეუძლია."





ასევე დაგაინტერესებთ:

1) გორაკებს იქით, ჰორიზონტს მიღმა - მეცნიერების სიმფონია

2) საზღვრის კიდემდე - მეცნიერების სიმფონია

3) ვარსკვლავთა საიდუმლოება - მეცნიერების სიმფონია

4) კვანტური სამყარო - მეცნიერების სიმფონია

5) ბრწყინვალე განთიადი - მეცნიერების სიმფონია

6) კოსმოსის მონსტრები, ტრილიონობით შავი ხვრელი - მეცნიერების სიმფონია

7) გონიერების ახალი ტალღა - მეცნიერების სიმფონია



გაეცანით სხვა, ძალიან საინტერესო სტატიებს



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
92
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
92
  
17 ნოემბერი, 22:21
მე მჯერა კოსმოსის. ჩვენ ყველა დაკავშირებული ვართ მასთან. ასე რომ ბუნება ჩემი ღმერთია. იგი წმინდაა. ხეები არიან ჩემი ტაძრები, ტყეები კი კათედრალები. ჩვენ ერთნი ვართ ბუნებასთან.
ასე რომ მე ვლოცულობ ბუნებაზე, არ გაიცინო.. მე მისი არსებობის დამტკიცება შემიძლია.
0 1 1