x
image
პროფესორი
პუტინი: ჩვენი მსგავსი იარაღი მსოფლიოში არავის ექნება! 

image


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ მისი ქვეყანა ისეთ იარაღს შექმნის, რომლის მსგავსიც მსოფლიოში არსად იქნება. პუტინი ხუთშაბათს სამართალდამცავი უწყებების ლიდერებსა და სამხედრო სარდლებს შეხვდა და ამ თემაზე ისაუბრა. ეს მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საშუალო რადიუსის მქონე ბირთვული რაკეტების შესახებ ამერიკა-რუსეთის ცივი ომისდროინდელი შეთანხმების დატოვება გადაწყვიტა.

"რუსეთი არავის ემუქრება და მკაცრად ერთგულია საერთაშორისო უსაფრთხოებისა და იარაღის კონტროლის საკითხებში თავისი ვალდებულებების", - თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, არსებული იარაღის არსენალის მოდერნიზება მოხდება იმისათვის, რომ ქვეყანამ შეძლოს ნებისმიერი პოტენციური საფრთხისგან თავის დაცვა. პუტინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, დღესვე, ნორვეგიაში ნატოს მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო, რომლის მსგავსი წვრთნებიც ცივი ომის შემდეგ არ ყოფილა.

image

0
397
3-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
397
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0