x
მეტი
  • 17.12.2018
  • სტატია:83813
  • ვიდეო:334551
  • სურათი:441934
" ნუთუ ეს თავის მოჭრა გიღირთ იმ ფასად, იმისთვის, რასაც აკეთებთ?-სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს

image

"მე მინდა მივმართო პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს.


გასაგებია, რომ რაღაც მიზეზების გამო, თქვენ შეიძლება, არ მოგწონდეთ თქვენი ქვეყანა, გეზიზღებოდეთ მისი დამცველები და ძალიან არ გიყვარდეთ მე ან ის ხალხი, ვინც გაერთიანებულ ოპოზიციას უჭერს მხარს. მაგრამ მე მინდა გკითხოთ ამ ბილბორდების გამოქვეყნების და გამოფენის ფონზე - საკუთარი თავი მაინც არ გეცოდებათ? საკუთარი თავი მაინც არ გიყვართ? პირადი თავმოყვარეობა მაინც არ გაქვთ?


თქვენ თავიდანვე თქვით, რომ ხართ დამოუკიდებელი კანდიდატი და პირს არ გაღებინებენ, განცხადებას არ გაკეთებინებენ, ტელევიზორში მაქსიმალურად გზღუდავენ, ყველგან დაჰყავხართ ესკორტით, რომ რამე არ წამოგცდეთ და ახლა ბილბორდებზეც თქვენ ნაცვლად გამოფინეს საკუთარი თავები - ივანიშვილმა და მისმა ხროვამ. ნუთუ ეს თავის მოჭრა გიღირთ იმ ფასად, იმისთვის, რასაც აკეთებთ?


ჯერ ერთი, თქვენი კამპანია დამთავრებულია და წაგებული გაქვთ. მეორე, თქვენ ძალიან ცუდი სახელით დარჩებით ამ ყველაფრის შემდეგ ქართველების მახსოვრობაში. არ ვიცი, მე თქვენ ადგილზე დავფიქრდებოდი, გავემიჯნებოდი ამ ყველაფერს, გადავირჩენდი თავს და გადავირჩენდი საკუთარ რეპუტაციას. მაგრამ ალბათ მე თქვენთვის ცუდი მრჩეველი ვარ, თუ ჩემი არ გჯერათ, ჰკითხეთ თქვენს ახლობლებს, ოჯახის წევრებს, შვილებს, ვიღაცეებს, ვისაც თქვენთვის კარგი უნდათ, მე ნამდვილად არ მშურს თქვენი.

შეაგხსენებთ, რომ საარჩევნო ბილბორდებზე, სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, ქართული ოცნების ლიდერების ფოტოები გამოჩნდა.

0
926
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
926
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0