x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5 გამოცანა «ტვინის განძრევის» დიდოსტატებისთვის (პასუხები აქვს)

გამოცანების გამოცნობა — მხოლოდ კარგი გასართობი კი არა, სასარგებლოც არის, – მათი მეშვეობით, ტვინის «გავარჯიშება» და აზროვნების სისხარტის გამომუშავება ხდება. შეამოწმეთ საკუთარი ლოგიკის ძალა, უპასუხეთ გამოცანებს, რომლებსაც მარტივს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.



1. დედუქციური მეთოდი


image

ლოკინი — ეჭვმიტანილია, რომელიც პოლიციის მიერ, უკვე არაერთხელ იყო დაკავებული. დილით მის ბინაში გვამი იპოვნეს: ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ადამიანი დახრჩობილი იყო. ინსპექტორმა კლოდმა მაშინვე ლოკინი გამოიძახა დაკითხვაზე.

— მე კატეგორიულად ვუარყოფ იმ ფაქტს, რომ რამე მაკავშირებს ამ მკვლელობასთან! — განაცხადა ლოკინმა.
— და საიდან იცით რომ ვინმე მკვდარია? — ჰკითხა ინსპექტორმა.
— საქმე იმაშია, რომ როდესაც წუხელ საკუთარ ბინას ჩავუარე, გადავწყვიტე გასაღების ღრიჭოში შემეხედა. რომ დავინახე, გვამი იყო, მაშინვე გავიქეცი იქიდან.

მიუხედავად ამისა, ინსპექტორმა მისი დაკავების ბრძანება გასცა.


კითხვა: როგორ მიხვდა ინსპექტორი, რომ ლოკინი ატყუებდა? (დააკვირდით სურათს).



2. რომელია ზედმეტი?


image



3. რატომ დააპატიმრეს ქმარი?


image
ახალდაქორწინებული წყვილი, თაფლობის თვის გასატარებლად, კუნძულზე გაემგზავრა. მაგრამ, ქმარი სახლში მარტო დაბრუნდა, რადგან მისი ცოლი, ზღში სეირნობის დროს, დაიხრჩო. პოლიცია დაუკავშირდა ტურისტულ სააგენტოს, რომლის მომსახურებითაც მამაკაცმა ისარგებლა და ის, მეუღლის მკვლელობის გამო, დააკავეს.


კითხვა: როგორ გაიგო პოლიციამ, რომ ქმარმა ცოლი მოკლა?



4. კაპიტნის დილემა


image



5. ლიფტში


image


image

პასუხები:


1. გასაღების ღრიჭო ისეა დამონტაჟებული, რომ ბინაში შეხედვა მხოლოდ მარჯვენა თვალით შეიძლება. დამნაშავეს კი, მარჯვენა თვალზე სახვევი უკეთია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის მხოლოდ მარცხენა თვალით ხედავს.

2. ზედმეტია – ფეხბურთი. ეს სპორტის ერთადერთი სახეობაა, რომლის თამაშისას, ხელში არაფერი უჭირავს მოთამაშეს.

3. ტურისტულ სააგენტოში პოლიციამ გაარკვია, რომ ქმარმა ცოლისთვის ბილეთი მხოლოდ ერთი მიმართულებით, – კუნძულზე გასამგზავრებლად დაჯავშნა.

4. ნადავლი გემის ეკიპაჟის 51% შორის უნდა გაანაწილოთ.

5. ადამიანი ტანდაბალია, შეიძლება, ბავშვიც იყოს და XIII სართულის ღილაკს ვერ სწვდება.


imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageარასტანდარტული ლოგიკური გამოცანები
პატიმრის დილემა. ლოგიკური გამოცანები
ლოგიკური თავსატეხები


1
1064
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1064
  
2018, 20 ნოემბერი, 12:18
:დდდდდდდდდ აუ საღოლ
0 1 1