x
მეტი
  • 17.12.2018
  • სტატია:83814
  • ვიდეო:334551
  • სურათი:441937
"დაჩაგრული" ვარსკვლავი-კარლოს ტევესის ისტორია

image

არგენტინელი ფეხბურთელი კარლოს ტევესი დაიბადა 5თებერვალს 1984წელს.

კარლოს ტევესმა თავისი საფეხბურთო კარიერა ბოკა ხუნიორსში დაიწყო.რომლის შემადგენლობაში პირველი მატჩი ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში ჩაატარა. ბოკას რიგებში მან დაჰყო 2004 წლამდე და 75 მატჩში 25 გოლი გაიტანა . კლუბთან ერთად ის გახდა არგენტინის ჩემპიონი, კოპა ლიბერტადორესის, საკონტინენტთაშორისო თასისა და კოპა სუდამერიკის გამარჯვებული. მონაწილეობდა 2003 წლის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე.


2006 წლის 31 აგვისტოს ევროპაში შედგა ხმაურიანი ტრანსფერი რომლის შედეგად კარლოს ტევესი კორინთიასიდან ვესტ ჰემში გადავიდა, რომელიც იმ წელს პრემიერ ლიგაში დასარჩენად იბრძოდა. 26 მატჩში ტევესმა 7 გოლი გაიტანა. გადამწყვეტ თამაშში მანჩესტერ იუნაიტედთან ვესტ ჰემმა სწორედ ტევესის გოლით მოიგო და პრემიერ ლიგაში დარჩა. თამაშის შემდეგ ალექს ფერგიუსონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეცდებოდა კარლოს ტევესი თავის გუნდში ეხილა.

image

2007 წელს ტევესი ოფიციალურად ხდება მანჩესტერ იუნაიტედის მოთამაშე. სადებიუტო სეზონში თავის კლუბს 19 გოლით დაეხმარა და მოიგო როგორც პრემიერ ლიგა ასევე ჩემპიონთა ლიგა. 2008/2009 წლების სეზონში არგენტინელი, გუნდში ახლად გადმოსული დიმიტრი ბერბატოვის შემცვლელი გახდა, რაც მას არ აკმაყოფილებდა. 2009 წლის ზაფხულში აწარმოებდა მოლაპარაკებას არენდის წესით სადმე გაშვებაზე, მაგრამ საბოლოოდ მან ყველაფერზე უარი თქვა და მიიღო თავისუფალი აგენტის სტატუსი.


ჩემის მოსაზრებით ის ძალზედ მებრძოლი, შემტევი, ტექნიკური და აზრიანი გოლეადორი იყო მანჩესტერში, მაგრამ სამწუხაროდ ალექს ფერგიუსონმა მას ნაკლები გასაქანი მისცა და ის ძირითადად შემცვლელად გვევლინებოდა.ასევე ბევრად აღემატებოდა ბერბატობს, რომელიც ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა იმ დროს, როცა ტევესი სკამზე იჯდა.სწორედ ამიტომ ის სიტიში გადავიდა.14 ივლისს ხელი მოაწერა 5 წლიან კონტრაქტს და გადავიდა მანჩესტერ სიტიში. კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ტრანსფერის შესახებ განაცხადა: „ეს შესანიშნავი სიახლეა — კარლოსი ეს არის მსოფლიო დონის მოთამაშე, რომელიც ჩვენს კლუბს დაეხმარება წინსვლაში“. არგენტინელმა, ისევე როგორც მანჩესტერ იუნაიტედში, 32 ნომრიანი მაისური აირჩია.

image

2009/2010 წლების სეზონში ტევესმა სიტის შემადგენლობაში 29 გოლი გაიტანა 38 თამაშში.


image

2012 ტევესი იუვენტუსში გადადის, სადაც მან იტალიის თასი, სერია ა და იტალიის სუპერთასი მოიგო.უკვე ფეხბურთვისთვის დაბერებულმა ტევესმა კი კარიერა არგენტინის ბოკა ხუნიორსში გააგრძელა.

image

თუმცა ფერგიუსონს რომ მისთვის შანსი მიეცა არავინ იცის როგორ წარიმართებოდა მისი კარიერა, ის ერთ-ერთი შესანიშნავი შემტევი იყო ჩემის მოსაზრებით, რომელიც "დაიჩაგრა".

3
348
4-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
Mediator image
Mediator image
348
  
18 ნოემბერი, 19:19
ამიტომაც დავწერე კარგი ფეხბურთელი იყო მეთქი, ენის არცოდნა უქმნიდა სულ პრობლემებს კარიერაში. არა და ხალასი ნიჭის ფეხბურთელი იყო...
18 ნოემბერი, 19:14
მე პირადად მომწონდა,ბერბატოვს 10 ტავით მერჩივნა,მშრომელი იყო,მოედნის ხედვა ქონდა,პასი იცოდა.
18 ნოემბერი, 17:46
ფეხბურთელი კარგი იყო, მაგრამ სრულიად გაუნათლებელი, მშობლიური ენის გარდა არცერთ სხვა ენას არ ფლობდა და ეს უქმნიდა მუდამ პრობლემას.
0 1 3