x
image
პროფესორი
აშშ-მა დაანონსა INF Treaty-დან გასვლა

image

აშშ-მა დაანონსა INF Treaty-დან გასვლა (შეთანხმება საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის რომელიც 1987 წელს გაფორმდა და კრძალავდა ევროპაში ბირთვულ ქობინიანი ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების განთავსებას), რადგან რუსეთი არღვევს ამ შეთანხმებას და კალინინგრადის ოლქში ისკანდერები განათავსა.

თუ შტატები გავა ამ შეთანხმებიდან ეს იმას ნიშნავს რომ ევროპაში დაბრუნდებიან მსგავსიტიპის ბირთვულქობინიანი რაკეტები.

ამაზე რუსეთში განაცხადეს რომ რომელი ქვეყანაც მიიღებს ამერიკულ რაკეტებს ქვეყანაში აუცილებლად მოხვდებიან რუსული დაბომბვის სამიზნეში (მაგრამ ბებიამათისამ ახლა ხო რას ამბობ არ დაბომბავენ ომი თუ დაიწყო, ჩვეულებრივი წიოკი აქვთ ატეხილი და ცდილობენ ამით მაინც დააშინონ).

ნატოს მდივანიც მიესალმება ამ ამერიკულ სვლას რადგან როდესაც შეთანხმებას ერთი მხარე ასრულებს და მეორეს კიდია არასამართლიანიაო.

თუმცა ჯერ კონკრეტულად არ განიხილება ამერიკული მობილური ბირთვული იარაღის განთავსება ევროპაში. ცნობისთვის ისედაც აქვთ ბირთვული ბომბები გერმანიასა და რუმინეთში. ზღვიდანაც შეუძლიათ დარტყმა რუსეთის სტრატეგიულ ოპბიექტებზე. საფრანგეთიც და ბრიტანეთიც ბირთვული ქვეყნებია. მოკლედ დაველოდოთ ახლა აშშ რა სვლას გააკეთებს.


image

0
233
4-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0