x
image
პროფესორი
საქართველო კვლავ National Geographic-ის ყურადღების ცენტრშია

image

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგლისურენოვანი ჟურნალი სვანეთის შესახებ სათაურით „შუასაუკუნეების თავშესაფარი მთებში“ ვრცელ სტატიას ავრცელებს. სტატიასთან ერთად ჟურნალში ფოტოკოლაჟია გამოქვეყნებული. National Geographic სვანების ყოველდღიური ცხოვრების წესს, ტრადიციებს და უძველეს კოშკებს აღწერს: „უძლიერესი იმპერიები: არაბები, მონღოლები, სპარსელები, ოტომანები ევროპისა და აზიის გასაყარზემდებარე საქართველოს დასაპყრობად ჯარებს აგზავნიდნენ, მაგრამ სვანეთი მე-19 საუკუნის შუანახევრამდე დაუპყრობელი იყო, რადგან ეს კუთხე კავკასიონის მთებით და ხეობებითაა გარშემორტყმული და დამალულია. მხოლოდ მე-19 საუკუნეში მოახერხეს რუსებმა სვანეთზე კონტროლის დამყარება.
იზოლაციამ სვანეთს საკუთარი იდენტობა და ისტორიული მნიშვნელობა შესძინა. საქართველოს სხვადახვა კუთხეებში მტრის შემოსევისას ქართველებმა ხატები, ხელნაწერები, ძვირფასი ნივთები მთებში, სვანეთის ეკლესიებსა და კოშკებში გადამალეს. სვანეთი ქართული უძველესი კულტურის საცავი გახდა. საგანძურის დაცვის ფუნქცია სვანებმა მკაცრად შეასრულეს. ხატის ქურდს თემიდან მოკვეთა და ღვთისგან სასჯელი მოელოდა. მთის მტკიცე ცხოვრებისეული სტილით სვანებმა უძველესი კულტურა შეინარჩუნეს. ბერძენი გეოგრაფის, სტრაბონის ცნობებით, სვანები მამაცი, სასტიკი მეომრები არიან. სტრაბონის თქმით, სვანები ოქროს მოსაპოვებლად ცხვრისტყავს იყენებდნენ და შეიძლება სწორედ ამ ცნობის საფუძველზე გამოემგზავრა იასონი არგონავტებთან ერთად კოლხეთისკენ, რათა ოქროს საწმისი ხელში ჩაეგო. სვანებს აქვთ საკუთარი ენა, თემური სამართალი, მრავალფეროვანი მუსიკა, მათში არის რაინდული კოდი.

0
121
3-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0