x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქორწილიდან მუსიკოსმა ნეფე-დედოფლისთვის ნაჩუქარი ფული მოიპარა და მიიმალა
imageროგორც ნეფე-პატარძალი აცხადებს, ქორწილის დიჯეიმ ტომ ბეტერვორტმა ქალაქ ლინდსიდან 40 ფულიანი კონვერტი მოიპარა.


კრისტიან და ლოლეტ ჯორჯმა ქორწილისთვის მუსიკოსი შეუკვეთეს, თუმცა მან ბოლო მომენტში ვერ შეძლო მოსვლა და სანაცვლოდ ბეტერვორტი გამოუშვა, ქორწილის დასასრულს დიჯეიმ რესტორნის დაცვას სთხოვა დამეალათ იგი, რადგან კამათი მოუვიდა ქორწილში მყოფ ერთ-ერთ სტუმართან, დაცვამ ბეტერვორტი ოთახში ჩაკეტა, სანამ სტუმრები ერთობოდნენ დიჯეიმ მოიპარა ნეფე-დედოფლისთვის ნაჩუქარი ფული, ხოლო ხის სასაჩუქრო ყუთებზე ამოკაწრა შეურაცხმყოფელი სიტყვები.

image

"ჩვენ ვიყავით გარეთ გარეთ სტუმრებთან ერთად, ვიდეოკამერებში ჩანს, როგორ იპარავს კონვერტებიდან ფულს, საჩუქრებს და ალაგებს ზურგჩანთაში-აცხადებს პატარძალი-ვიცოდი, რომ მამაჩემის ნაჩუქარ კონვერტში 200 ფუნტი სტერლინგი იდო, რა თანხა მაჩუქეს სხვა სტუმრებმა უცნობი იყო, იძულებული გავხდი ჩამომეარა სტუმრებისთვის და მეკითხა ვინ რამდენი დადო, ეს იყო საოცრად დამამცირებელი"


image

შედეგად დღესასწაული ნეფე-დედოფალს ჩაუშხამდა, იმ ფულით ახალდაქორწინებულები სამოგზაუროდ წასვლას აპირებდნენ.


აღსანიშნავაია, რომ ინციდენტის შემდეგ დიჯეი თავის ფეხით მივიდა პოლიციაში და ბრალი აღიარა, მან მხოლოდ 200 ფუნტი სტერლინიგი დააბრუნა, პოლიცია მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა, რამაც აღაშფოთა მეუღლეები, მათი აზრით დიჯეის სასჯელი ძალზე მსუბუქია.

image




0
261
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
261
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0