x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ერთხელ Erasmus-ელი, ყოველთვის Erasmus-ელი
image

მოკლედ 5 ახალგაზრდის გამოცდილების შესახებ Erasmus+ პროექტში

ესტონეთი, 9-19 ოქტომბერი, 2018

Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც განახორციელებს პროექტებს განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2014-2020 წლებში.

Erasmus+ პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნის და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე ტრეინინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა. შვიდ წლიანი პროგრამის ბიუჯეტი € 14.7 მილიარდი ევროთი განისაზღვრება. ეს გულისხმობს 40%–იან ზრდას მიმდინარე და არსებულ ბიუჯეტთან შედარებით, რაც თავისთავად ასახავს ევროკავშირის სურვილს ამ სფეროში მეტი ფინანსების ინვესტირებისა.

Erasmus+ აერთიანებს ევროკავშირის შვიდ პროგრამას განათლების, ტრენინგისა და ახალგაზრდობის მიმართულებებით, ასევე ამ ჩამონათვალს პირველად დაემატება სპორტის მხარდაჭერის პროექტები.


9-19 ოქტომბერს, ესტონეთში, დედაქალაქთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ პალმსე-ში, სადაც მდებარეობს სარეკრეაციო ზონა, ნაციონალური პარკი, მუზეუმები და სხვა, ჩატარდა ახალგაზრდული პროექტი „Secret Library, Chapter III”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 35-მა ახალგაზრდამ 6 ქვეყნიდან - საქართველო, ესტონეთი, თურქეთი, მაკედონია, რუსეთი, იორდანია და იტალია. გამგზავნი ორგანიზაციის მხარდაჭერით, ჩვენ - ნატალის, ქეთას, ანის, მარიამს და ლევანს გვქონდა საშუალება წარგვედგინა საქართველო და მიგვეღო დაუვიწყარი გამოცდილება და შთაბეჭდილებები, რის შესახებაც ქვემოთ მოგიყვებით:

image

მარიამი:ერასმუს+, პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას განივითარონ უნარები, გაიუმჯობესონ ინგლისური ენა და ამასთანავე პროექტში მონაწილეობით მოახდინონ დადებითი გავლენა საზოგადოებაზე . სწორედ ასეთ გარემოშია შესაძლებელი ახალგაზრდებმა აღმოაჩინონ საკუთარი უსაზღვრო პოტენციალი და გაუზიარონ თავიანთი შეხედულებები, იდეები და ინიაციატივები სხვადასხვა ქვეყნები ახალგაზრდა წარმომადგენლებს.“


ლევანი: "მე მსურს გაგიზიაროთ გამოცდილება, რომელიც მივიღე ერასმუს+ ის ახალგაზრდულ, კულტურულ გაცვლით პროგრამაში (ესტონეთი, პალმსე). პროექტი მოიცავდა კულტურათა დაახლოებას, დამეგობრებას და ჩვენი კულტურის წარდგენას, ამ პროექტში მონაწილე ახალგაზრდები არა მხოლოდ სწავლობდნენ არამედ თვითონვე ასწავლიდნენ რაც ყველაზე საინტერესო, სახალისო და ამავე დროს საფუძვლიანად იძლეოდა საშუალებას გავცნობოდით სხვა ქვეყნის კულტურას უფრო ახლოდან, თუმცა საბოლოდ პროექტის მთავარი ღირებულება ის იყო, რომ შეძლო და დაგვამეგობრა 36 ადამიანი ერთმანეთთან მიუხედავად ჩვენი კულტურული თუ რელიგიური სხვაობისა რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი პროექტის ხელმძღვანელს Viktoria Matrašilina-ს.პროექტი გათვალისწინებული იყო 16 დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის. და მსგავსი პროექტები წელიწადში რამოდენიმეჯერ ტარდება, მე ვურჩევ ყველა ახალგაზრდას ვისაც აქვს მოტივაცია და სურვილი გაიცნოს ახალი სამყარო და შეიძინოს ახალი მეგობრები გამოცადოს თავის ძალები ამ პროექტში."


ნატალი: ერასმუს+, ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, აღნიშნული პროექტების მეშვეობით გააძლიერონ და გაზარდონ საერთაშორისო თანამშრომლობა ევროკავშირსა და მის მეზობელ პარტნიორ ქვეყნებს შორის. აღნიშნული პროექტები ქმნის სივრცეს რომელიც არის შეხვედრებისთვის, დისკუსიებისთვის და საერთო პრობლემების გაზიარებისთვის. პროექტებმა უნდა მისცეს ახალგაზრდებს შესაძლებლობა რომ განივითარონ ისეთი უნარები როგორიცაა ჩართულობა, სოციალური უნარები და იპოვონ გამოსავალის გზა საერთო პრობლემიდან გამომდინარე“


ანი: „ერასმუს + ის პროგრამა ესაა შანსი ეზიარო კულტურულ მრავალფეროვნებას. აღნიშნული პროექტი ფორმალურ განათლებასთან ერთად შესაძლებელს ხდის ახალგაზრდებმა მიიღონ არა ფორმალური განათლებაც, გაიუმჯობესონ ინგლისური ენა და ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების. პროექტის მონაწილეებს შეუძლიათ მეტი რამ ისწავლონ თითოეული ქვეყნის წარმომადგენლისგან და იგრძნონ თავი ევროპული ოჯახის წევრად. ერაზმუსის ფარგლებში გატარებული ყოველი წუთი არის შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა დაიკარგოს."


ქეთა: „მრავალ საერთაშორისო ახალგაზრდულ თუ აკადემიურ გაცვლით პროგრამაში მიმიღია მონაწილეობა, თუმცა ყოველი მათგანი ახალი გამოწვევაა, ერთმანეთისგან განსხვავებული და ბევრის მომცემია. პროექტის ფარგლებში შევიძინე არაჩვეულებრივი მეგობრები სხვადასხვა ქვეყნიდან (და კონტინენტიდან), გამოვცადე მრავალი ახალი რამ და თუკი ამ სტატიას კითხულობ და ერასმუს+ ის პროექტების ნახვისას ინტერნეტში ვერ გადაგიწყვეტია გააგზავნო თუ არა აპლიკაცია, არის რამდენიმე მიზეზი, რატომაც დაუფიქრებლად უნდა მიიღო გამოწვევა და გახდე პროექტის მონაწილე: სწავლობ/იუმჯობესებ უცხო ენის უნარჩვევებს, იგებ რას ნიშნავს უცხოეთში სწავლა/მოგზაურობა/გართობა/საერთაშორისო მეგობრები, ხდები open-minded და კულტურების მიმართ ტოლერანტული და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთხელ ერასმუსელი ნიშნავს ყოველთვის ერასმუსელს, მხოლოდ ერთი გამოცდილებაა საკმარისი იმისათვის, რომ გაცვლითი პროექტების ღირებულება გაიგო და დააფასო“


ერაზმუს+“ არის უფრო მეტი ვიდრე სწავლა, ეს არის შესაძლებლობა განავითარო ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები, შეიძინო საერთაშორისო მასშტაბის მეგობრები და იმოგზაურო.

0
90
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთალალიაშვილი
ქეთალალიაშვილი
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0