x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ყველაზე სკანდალური ფოტოგრაფის ყველაზე პროვოკაციული ფოტოები
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.


image



ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ჯდებიან პოპულარობის ჩარჩოებში.



რუსი მხატვარი გრეგორი მაიოფისი მხატვრების ოჯახში დაიბადა. ფატქმა, რომ მისი ცხოვრების ყოველი დღე გარშემორტყმული იყო შემოქმედებითი ნივთებითა და ხალხით, ხელი შეუწყო მის პირველ ნაბიჯებს საკუთარ ფერწერაში. თუმცა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, გრეგორიმ გამოიყენა გამოხატვის საკუთარი სტილი და ბედი ფოტოგრაფიაში სცადა. დღეს ის საკმაოდ ცნობილი ფოტოგრაფია და მისი ნაშრომები გამოფენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. მას ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ ფოტოგრაფად ახასიათებენ, რადგან მისი ნამუშევრები სავსეა პროვოკაციით.



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

imageimageimageimageimageimageimage

0
10197
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
10197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0