x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134046
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ მოვხიბლოთ ქალი კორპორატიულ საღამოზე

imageსასურველ მანდილოსანს ბევრ ადგილას შეხვდებით. ამჯერად თავი წვეულებაზე, კლუბში წარმოვიდგინოთ. პარტნიორის არჩევის შანსი მეტია, რადგან ერთადერთი არ ხართ, ვინც კლუბს ამ მიზნით სტუმრობს. შეცდომას ხშირად აქ უშვებენ! ქალისთვის უნდა იყოთ მამაკაცი, რომელიც კლუბში გასართობად მოვიდა (ცეკვა, დალევა) და არა სანადიროდ. შინ ხელცარიელი დაბრუნდებით, თუ ''გაჭირვებული'' ტიპის შთაბეჭდილებას დატოვებთ. ჩაიცვით სუფთად, გემოვნებით. მთელი ძალები და ყურადღება ქალისკენ არ მიმართოთ. კლუბი დანიშნულებისამებრ გამოიყენეთ - სიამოვნება, მუსიკა, სასმელი და არა პაემანი. თუ ახალ ნაცნობობაზე არ იფიქრებთ, მერწმუნეთ, ქალები ძალიან მამაკაცურად აღგიქვამენ! ქალს, რომელიც მოგწონთ, ნუ მიეჭრებით ფრაზით ''გამარჯობა ლამაზო!'', უბრალოდ, მის ირგვლივ იტრიალეთ, შეხედეთ და თავი 10-15 წთ-ის შემდეგ წარუდგინეთ (გამორჩეული კომპლიმენტით ან ჭიქა სასმლით დააჯილდოვეთ; სიმღერა მიუძღვენით). გოგონების ჯგუფში გაერიეთ, მელოდია იგრძენით და თამამად იცეკვეთ.. კომუნიკაბელურობა მნიშვნელოვანია; ხმამაღლა ისაუბრეთ და ნურც შეხებას მოერიდებით. აჩვენეთ, რომ ცხოვრებით ტკბებით და არც იუმორი გღალატობთ. საცეკვაოდ თქვენზე უფროს ქალს თუ გაიყვანთ, ყველას გააოცებთ თავდაჯერებით. ამგვარად შეძლებთ გოგონების გულთამპყრობელი გახდეთ.

0
204
შეფასება არ არის
ავტორი:ბამბუკი
ბამბუკი
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0