x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვინ არიან ფონიჭალაში დაღუპული დედა-შვილი
image

დღეს დაახლოებით დილის 11 საათზე ზემო ფონიჭალაში, 23-ე კორპუსის მესამე სართულზე გამაყრუებელი აფეთქების ხმა გაისმა, სავარაუდო მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა, დაშავდა 4 ადამიანი. მათგან 3 უმძიმეს მდგომარეობაში დამწვრობის ცენტრში რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.



ადგილობრივების ინფორმაციითб აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყვა დედა-შვილი, სამაშველო სამსახური სამძებრო ოპერაციას დაახლოებით 6 საათის განმავლობაში ახორციელებდა და სამწუხაროდ ახალგაზრდა ქალის და მისი 9 თვის შვილი გარდაცვლილი იპოვეს, დედა-შვილი აფეთქებული ბინის ქვედა სართულზე ცხოვრობდნენ და სავარაუდოდ, აფეთქების შედეგად წაქცეული ბეტონის ფილა დაეცათ.

image


გარდაცვლილია სოფიო ყაველაშვილი და მისი 9 თვის ვაჟი, თბილისის მერი კახა კალაძე მთელი დღის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. მისი განცხადებით, მოხდა ძალიან დიდი ტრაგედია, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.



„ძალიან დიდი უბედურება დატრიალდა, ტრაგედია. გარდაცვლილია ორი ადამიანი. დედა და პატარა შვილი"კომენტარის დროს კახა კალაძემ ტირილი ვერ შეიკავა.

0
474
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
474
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0