x
მეტი
  • 17.12.2018
  • სტატია:83815
  • ვიდეო:334551
  • სურათი:441939
დედოფლისწყაროდან C ჰეპატიტის უფასო მკურნალობის პროგრამაში 20 პაციენტია ჩართული

image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი ამბობს, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დედოფლისწყაროდან 20 პაციენტია ჩართული. მისი თქმით, პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და თითოეული მოქალაქის მკურნალობის დაფინანსება 300 000 ლარს აღწევს.


„ქუჩებისა და გზების კეთილმოწყობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საამაყოდ ჯანდაცვის სფეროც კმარა. არ ვიცი ეს რამდენად სასიხარულოა, მაგრამ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას დედოფლისწყაროდან 20 მოქალაქე გადის. ეს კოლოსალური თანხები ჯდება, რადგან თითოეული მათგანის დაფინანსება 300 ათასს აღწევს. ეს საკმაოდ წარმატებული პროექტია. დღეს ავადმყოფობის გამო მოქალაქეებს სიკვდილი არ უწევთ, სახლებს აღარ ყიდიან და ჯანდაცვის სისტემა ყველაზე ხელმისაწვდომი გახდა. მერიასაც თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს ამაში. ადგლობრივი ბიუჯეტიდანაც მიემართება საკმაოდ სოლიდური თანხები სამედიცინო მომსახურების დასაფინანსებლად. კოლოსალურ თანხებზეა საუბარი, “ - აღნიშნავს ნიკოლოზ ჯანიაშვილი.


ამავე თემაზე: „დედოფლისწყაროს ბაღებში 335 ბავშვი 435 000 ლარით ფინანსდებოდა, ახლა 1 100 ბავშვს 1 800 000 ხმარდება“

0
38
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0