x
მეტი
  • 17.12.2018
  • სტატია:83816
  • ვიდეო:334551
  • სურათი:441939
გონიერების ახალი ტალღა - მეცნიერების სიმფონია

გონიერების ახალი ტალღა - მეცნიერების სიმფონია


ქვემდებარე ტექსტი და ვიდეო აწყობილია დიდი მეცნიერების და მეცნიერების პოპულარიზატორების გამონათქვამების მიხედვით. ეს არის ის ხალხი, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს მსოფლიოს ახალგაზრდებში მეცნიერების პროპაგანდის საქმეში და დააინტერესეს ისინი კოსმოლოგიით, ევოლუციით და სამყაროს ისტორიით: კარლ სეიგანი, ბერტრან რასელი, სემ ჰარისი, მაიკლ შერმერი, ლოურენს კრაუსი, ქეროლაინ პორკო, რიჩარდ დოკინსი, რიჩარდ ფეინმანი, ფილ პლაიტი და ჯეიმს რენდი.


"როდესაც რაიმეს სწავლობ ან ეცნობი რომელიმე ფილოსოფიას, მიაქციე ყურადღება მხოლოდ ერთ რამეს - რა არის ფაქტები და რაზე მიუთითებენ ეს ფაქტები. მეცნიერება არის მეტი, ვიდრე ცოდნის მომცემი, ეს არის განსაკუთრებულად აზროვნების გზა, როდესაც სკეპტიკურად უდგები ყოველ საკითხს და ამგვარად იკვლევ სამყაროს. თუ ჩვენ არ შეგვიძლია დავსვათ სკეპტიკური (ეჭვით გამოწვეული) კითხვები, თუ არ შეგვიძლია, რომ ვიყოთ სკეპტიკურნი ავტორიტეტის მიმართ, მაშინ ჩვენ დავიკარგებით და არასწორი გზით წავალთ. ყველა მეცნიერებაში ჩვენ ვეძებთ ბალანსს ფაქტებსა და თეორიებს შორის. არაა საჭირო თავი მოიტყუოთ რკინის ხანის ზღაპრებით. იგივე სულიერი აღმაფრენის გრძნობა, რასაც ხალხი პოულობს რელიგიაში, შესაძლოა ვიპოვოთ მეცნიერებაშიც და "ღვთის ფიქრებსაც" კი ჩავწვდეთ.


რეალური სამყარო, როგორიც ის ნამდვილად არის, არაა ბოროტი, ის შესანიშნავია. და ფიზიკური სამყაროს შეცნობის გზა - მეციერებაა. ახალი დიდი ტალღა წამოვიდა მეცნიერების და სკეპტიციზმისა და გადაუარა ამერიკას, ბრიტანეთს, ევროპას, ავსტრალიას, სამხრეთ ამერიკას, ახლო აღმოსავლეთს და აფრიკას. ეს ის ტალღაა, რომლის გამოც ზღაპრებს ზებუნებრივის შესახებ ცუდი დღე დაადგა.


გონიერების ახალი ტალღა - მეცნიერების სიმფონია


ასწავლე ადამიანს რაციონალური აზროვნება და ის არ შეწყვეტს ფიქრს მთელი ცხოვრების განმავლობაში. კოსმოლოგია პირისპირ გვაყენებს სამყაროს უღრმეს საიდუმლოებებთან. იმ კითხვების მეშვეობით, რომელსაც ადრე მხოლოდ რელიგია სვამდა და პასუხს მითებით სცემდა. სურვილი, რომ გავერთიანდეთ კოსმოსთან, გავლენას ახდენს აბსოლუტურ რეალობაზე და ამახინჯებს მას ირაციონალური ფიქრებით, მაგრამ სინამდვილეში ეს საჭირო სულაც არაა, ჩვენ კოსმოსთან დაკავშირებულნი ვართ არა ისე უფერულად, როგორც ასტროლოგია გვთავაზობს, არამედ უფრო ღრმად.


არასდროს მისცეთ საკუთარ თავს უფლება, რომ დაიჯეროთ ის, რაც გსურთ, რომ დაიჯეროთ. მხოლოდ და მხოლოდ უყურეთ და მიაქციეთ ყურადღება ერთადერთს - რა არის ფაქტები... დატკბით და ისიამოვნეთ გამოგონილი ამბებით, ფანტაზიით, მისტიკით, ფენტეზით, მაგრამ დარწმუნდით, რომ ძალიან მკაფიო და ღრმა ხაზია გავლებული თქვენს გონებაში ასეთ ამბებსა და რეალობას შორის, თორემ რეალობისა და მისტიკურის არევამ შესაძლოა სიგიჟის ან არაადეკვატურობის წახალისებისკენ გიბიძგოთ. ვიმეორებ - მთავარია ადამიანს ვასწავლოთ სკეპტიკურად აზროვნება, რომ დაეჭვდეს ავტორიტეტებში მაშინ, როდესაც ისინი არადამაჯერებელ ან ალოგიკურ რაიმეს აცხადებენ, და ასეთი კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები არასოდეს შეწყვეტენ ლოგიკურ აზროვნებას და ყოველი საკითხის მართებულ განსჯას მთელი ცხოვრების განმავლობაში.





ასევე დაგაინტერესებთ:

1) გორაკებს იქით, ჰორიზონტს მიღმა - მეცნიერების სიმფონია

2) საზღვრის კიდემდე - მეცნიერების სიმფონია

3) ვარსკვლავთა საიდუმლოება - მეცნიერების სიმფონია

4) კვანტური სამყარო - მეცნიერების სიმფონია

5) ბრწყინვალე განთიადი - მეცნიერების სიმფონია

6) კოსმოსის მონსტრები, ტრილიონობით შავი ხვრელი - მეცნიერების სიმფონია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
231
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0