x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რა მოხდებოდა, თუ ლავრენტი ბერია მოვიდოდა ხელისუფლებაში 1953 წელს ?
image-
ხალხთა ბელადის, იოსებ ბესარიონის ძე სტალინის სიკვდილის შემდეგ, ქვეყანაში დროებით ჩამოყალიბდა სამხელისუფლებიანობა. სახელმწიფოს სათავეში იყვნენ სამნი: მალენკოვი, ბერია და ხრუშჩოვი.

გ.მ. მალენკოვი საბჭოთა კავშირის საბჭოს თავმჯდომარე იყო.

ლ.ბ. ბერია იყოსახალხო კომისარიატის მინისტრი და საბჭოთა კავშირის საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

ნ.ს. . ხრუშჩოვი საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივნად მუშაობდა


სამივე ხვდებოდა, რომ ძალაუფლება მხოლოდ ერთერთ მათგანს დარჩებოდა. მან ყველანაირად სცადა, რომ ყველგან ყოლოდა ერთგული ადამიანები. როგორც ახლა ამბობნენ - ყოლოდა საკუთარი გუნდი, მაგრამ ვერ მოასწრო.

მას სურდა სტალინის გზა გაეგრძელებინა, ან ის დაეყრდნო მალენკოვს, ახლა ძნელია საუბარი ამის შესახებ. ლავრენტი ბერიას დაპატიმრება საიდუმლოებით არის დაფარული. ყველა, ვინც დაესწრო მის დაპატიმრებას, დაბნეული სხვადასხვანაირად იხსენებს მის დაკავებას.

არსებობს ბევრი ვერსია, თუ როგორ მოხდა მისი დაკავება. ერთ-ერთი ვერსიით, ის დაკავებისთანავე დაუყოვნებლივ დახვრიტეს, ხოლო, სასამართლოში იმყოფებოდა მისი ორეული. კიდევ ერთი ვერსიით, ბერიამ სახლში მოიკლა თავი და იქ გარდაიცვალა.

ზოგიერთი იხსენებდა, რომ ბერიას დაპატიმრების შემდეგ, ჟუკოვმა სთხოვა მალენკოვს ცენტრალური კომიტეტის ყველა წევრი დაეკავებინათ. ეს არსებობს მემუარებში. ამის გამო ხრუშოვს სძულდა ჟუკოვი.

რა ვიცით ჩვენ ლავრენტი ბერიას შესახებ? ყველას სჯერა, რომ ბერია იყო ჯალათი და სისხლიანი შემსრულებელი.მის სინდისზეა 1937 წლის რეპრესიები. ასევე, შეთითხნილი საქმეები და ადამიანების მასობრივი დახვრეტები.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბევრი დოკუმენტის თანახმად, რომლებიც ახლა გასაუდუმლოებულია, მომხდარი სურათი სრულიად იცვლება. როგორ შეიძლება ყოფილიყო ბერია 1937 წლის რეპრესიების ინიციატორი, როცა ის 1938 წელს გახდა საბჭოთა კავშირის სახალხო კომისარიატის მმართველი?

სტალინის სიკვდილის მერე მრავალი ადამიანის საქმე გადაიგზავნა რეაბილიტაციაზე, რომლის საქმეებიც იყო გაყალბებული.

გამოვიდა ამნისტია და აიკრძალა დაკითხვის დროს წამება. ხრუშჩოვის დროს დაწყებული დათბობის პოლიტიკაც კი ლავრენტი ბერიას დაწყებულია.

რა მოხდებოდა, თუ ბერია მოვიდოდა ხელისუფლებაში 1953 წელს?

1. ჩვენ უკვე გვექნებოდა ბირთვული იარაღი. ამ პროექტს კურირებას უწევდა ბერია.

2, გვექნებოდა წარმატებები კოსმოსური კვლევის საკითხებში

3. ბერიამ სტალინის პიროვნების კულტს წაშლიდა. ლავრენტი პავლოვიჩისგან გარკვეული კრიტიკა იყო სტალინის მიმართ. მას ესმოდა ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის.

4. მისცემდა თუ არა ბერია ყირიმს უკრაინას 1954 წელს? ბერია ასეთი აზრსაც კი არ დაუშვებდა.

5. ბერია იყო თანახმა, რომ გაერთიანებულიყო გერმანია

კიდევ ბევრი კითხვებია. რომ არა ბერია, შეურიგდებოდა თუ არა იუგოსლავია საბჭოთა კავშირს? წავიდოდა თუ არა საბჭოთა კავშირი ჩინეთის განვითარების გზით? და ბოლოს, ბერია რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, საეჭვოა, რომ დაშლილიყო საბჭოთა კავშირი.







0
568
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
568
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0