x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყავა სიცოცხლეს ახანგრძლივებს
imageმკვლევარები დარწმუნებულები არიან, რომ ყავის სწორად გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს.


სამეცნიერო ინფორმაციის ინსტიტუტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ბუნებრივი ყავის რეგულარული მოხმარება ამცირებს მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარებას 25% -ით და ხელს უწყობს პანკრეასის აღდგენას. Eurek Alert- ის მონაცემებით, მილიონზე მეტი ადამიანის სამედიცინო კვლევებზე დაყრდნობით, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ სამი-ოთხი ჭიქა ყავის მიღება ყოველდღიურად მოქმედებს, როგორც ზოგიერთი სამედიცინო პრეპარატი.


მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ყავის ჯიშს და სახეობას მნიშვნელობა არ აქვს, "გამაჯანსაღებელი" ეფექტი აქვს როგორც ჩვეულებრივ ყავას, ასევე ყავას კოფეინის გარეშე. ბიოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ყავას აქვს "სანატორიუმის ეფექტი", რომელიც უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტების მიწოდებას და გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და თერმოგენური ეფექტი.


უფრო ადრინდელი კვლევის მიხედვით, ყავა იმ პროდუქტების ნუსხაში შეიყვანეს, რომელიც ანელებს დაბერების პროცესს; აგრეთვე, შავი ყავის მოყვარულებს ვითომ სადიზმისადმი მიდრეკილება აქვთ.



ხოლო ფილადელფიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ სწორად მომზადებული ყავა ასაზრდოებს სხეულის უჯრედებს ჟანგბადით და ხელს უწყობს მათ რეგენერაციას.


ასევე დაგაინტერესებთ

0
123
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0