x
მეტი
  • 23.04.2019
  • სტატია:89001
  • ვიდეო:339415
  • სურათი:451480
კახეთის რეგიონში პირველი თოვლი მოვიდა

image


დღეს დილიდან კახეთის რეგიონში პირველი თოვლი მოვიდა. თოვლი ძირითადად გომბორის უღელტეხილზე და მიმდებარე სოფლებში დაფიქსირდა. ყველაზე მეტად პირველი თოვლი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლებშია. სოციალურ ქსელში შესაბამისი ფოტოები თეთრიწყლებში მცხოვრებმა თაია ყორიაულმა გაავრცელა.


საავტომობილო გზების დეპარტამენტის თელავის სამმართველოს უფროსის, თამაზ აბდულაშვილის ინფორმაციით, უამინდობის მიუხედავად გომბორი-ვაზიანის გზაზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა არ შეფერხებულა.


“ეხლაც თოვს და ქარია. ჯერჯერობით მოძრაობა არ შეფერხებულა. მძღოლებს ვთხოვთ, რომ აუცილებლად ჰქონდეთ ზამთრის, კაპრონის საბურავები. აქტიურად მიმდინარეობს თოვლისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები”, – განუცხადა კახეთის ხმას თამაზ აბდულაშვილმა.


შეგახსენებთ, გასულ წელს პირველი თოვლი თელავში 23 ნოემბერს დაფიქსირდა.

0
662
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
662
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0