x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
7 შედევრი მუსიკიდან,რომელსაც ყველა მოუსმენს და განწყობას აგიმაღლებთ
image


არსებობს სხვადასხვა ჟანრის ჰიტები, რომელიც ზოგს მოწონს და გიჟება მის მოსმენაზე, ზოგი კი კატეგორიულად ვერ იტანს, მსმენელსაც ხასიათისდა მიხედვით სურს მუსიკის მოსმენა - ხან ლირიკულ სევდიანი ბალადა, ხან საცეკვაო მუსიკა, რომ იხტუნოთ და ენერგიისგან დაიცალოთ, ხან კი მძიმე როკი, რომელიც გექაჩებათ, დაამყაროთ ახალი სპორტული რეკორდები.



მუსიკალური სკოლა Guitardo გთავაზობთ 7 კომპოზიაციას, რომელსაც ყოველთვის მოაქვს დადებითი ემოციები და ენერგია, შეიძლიათ დაეთანხმოთ(ან არ დაეთანხმოთ) ქვემოთ ჩამოთვლილ პლეილისტს, ხოლო კომენტარში დაწეროთ ის თქვენი საყვარელი კომპოზიცია, რომელსაც შეგიძლიათ მოუსმინოთ ნებისმიერ დროს, რა ხასიათზეც არ უნდა იყოთ.



1)Queen-We Аre the Сhampions-ლეგენდარული ჰიტი ალბომიდან News of the World, რომელიც სპორტული გულშემატკივრების ჰიმნად იქცა და დღემდე ჟღერს სტადიონებზე, სიმღერა, სადაც საუბარია ადამიანის აღსარებაზე, რომელსაც შეხვდა წინაღობები, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებული გამოვიდა.




2)Gloria Gaynor - I Will Survive-სიმღერა შექმნილი 1978 წელს დისკოს ოქროს ხანაში, დღემდე პოპულარული კლუბებში და თუ ბარებში, ყველა მარტოხელა ადამიანის ჰიმნი:"გადავრჩები და ვიცოცხლებ!", კომპოზიცია, რომელიც საუკეთესო ანტიდეპრესანტია.




3)Eagles- hotel california-მარადმწვანე ჰიტი, დაწერილი 1976 წელს, სიმღერაში აღწერილია "სასტუმრო, რომელიც არასდროს უნდა დატოვო". სიმღერა გვაგონებს გადაქანცულ მოგზაურს, რომელსაც სასტუმრო თავიდან ძალზე მიმზიდველი ეჩვენება.


4) ანტონიო ვივალდი - წელიწადის დრონი -"გაზაფხული"-დაწერილი 1723 წელს.

ვივალდი - ჭიქა ყავასთან ერთად შესანიშნავი საშუალებაა, ენერგიით აივსოთ.





5)Louis Armstrong - What a wonderful world-1967 წლის ჯაზური შედევრი ლუი ამსტრონგის ხავერდოვანი ხმით მშვენიერ სამყაროზე აგიმაღლებთ განწყობას და ენერგიით აგავსებთ.


6)Michael Jackson - Black or White -პოპის მეფის 1991 წელს გამოსული ჰიტი უმალ მოექცა მრვალი ქვეყნის ჩარტების სათავეში, სიმღერა, რომელიც პირველი ნოტებიდანვე "დაგქოქავთ" და მოუწოდებს ადამიანებს ერთობისკენ, კანის ფერის მიუხედავად.




7)Chubby Checker - Let's Twist Again-1961 წლის ჰიტი, "ეი თქვენ დაუკარით ტაში ყველანი კარგად გამოიყურებით, დიდ დროს არ წაგართმევთ, ვიმღერებ ჩემს სიმღერას და ვიცეკვებთ, აი ასე!"


0
381
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
381
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0