სხვა რა არის თავისუფლება?(ესესტრუქტურა) 2018, 14 ნოემბერი, 19:52 .რა არის თავისუფლება? ეს არის კითხვა, რომელზეც ყველას სხვადასხვანაირი პასუხი აქვს. .ჩემთვის თავისუფლების 2 განმარტება არსებობს: 1)თავისუფლება უარყოფითი(ნეგატიური) აზრით და 2) დადებითი(პოზიტიური) აზრით. თავისუფლება უარყოფითი აზრით შეზღუდვებისაგან დამოუკიდებლად და პროცესის ნორმალურ, მისთვის ბუნებრივ პირობებში მიმდინარეობს. დადებითი მნიშვნელობით თავისუფლება მხოლოდ ადამიანის მოქმედების დასახასიათებლად იხმარება. ადამიანის ქცევა შეიძლება იყოს ან არ იყოს თავისუფალი. ადამიანი თავისუფალია, როდესაც მოქმედებს საკუთარი ნებით – ნებაყოფლობით, ხოლო არ არის თავისუფალი, როდესაც მოქმედებს სხვისი ნებით, კარნახით, იძულებით. თავისუფალი ქცევა უსათუოდ ნებელობითაა, მაგრამ არა პირიქით – ყოველი ნებელობითი ქცევა არ არის თავისუფალი. .ამ თემაზე სხვადასხვა მწერლებიც მსჯელობდნენ, მაგალითად, ავიღოთ ილია ჭავჭავაძე და გრიგოლ ნელესი. ილია ჭავჭავაძე: რამდენად თავისუფალია ადამიანი? – ხშირად მიჩნდება ეს კითხვა და აზრთა ჭიდილის შემდეგ ყოველთვის ერთი დასკვნა გამომაქვს:" ადამიანი ბოლომდე თავისუფალი არ არის და არც ცნება “თავისუფლების" მნიშვნელობა ვიცით. სიტყვა "თავისუფლება" ნიშნავს, რომ საკუთრი თავის უფალი მხოლოდ ჩვენ ვართ, მაგრამ თავისუფლების საზღვრები დამოკიდებულია მორალურ ღირებულებებზე". გრიგოლ ნელესე: „არს კაცი ჯური თვითმოძრავი სულით ხელმწიფისა ნებისა თვისსა". . ასე რომ, ჩემი ზრით, ადამიანი თავისუფალი ვერასდროს ვერ იქნება იმიტომ, რომ შეიძლება ისეთი რამ დაგემართოს, სხვაზე დამოკიდებული გაგხადოს, მაგალითად, ავიღოთ დამბლა. შენ ბამბლით საკუთარ თავს შენ თვითონ ვერ მიხედავ და სხვაზე დამოკიდებული ხდები. 324 შეფასება არ არის
|