x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ტოპ 10 ფილმი კომპიუტერული მეცნიერებებით/პროგრამირებით/ინფორმატიკით დაინტერესებული პირებისთვის
თუ თქვენ დაინტერებული ხართ პროგრამირებით, ჰაკინგით და ტექნოლოგიებით, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა.

10 ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

1. ჰაკერები. ჰაკერები კლასიკური ფილმია მეამბოხე კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტებისთვის. ფილმის გმირი დააკავეს იმისთვის რომ დაწერა კომპიუტერული ვირუსი თინეიჯერობაში. გარკვეულ დროის შემდეგ კი მეგობრებთან ერთად მუშაობს საშიში კომპიუტერული ვირუსის გაუმჯობესებას და სისტემის დაძირვაზე. ფილმი ძალიან შთააგონებს ინფორმატიკის სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ ჰაკერული ბექგრაუნდი ან აინტერესებთ ეს სფერო.

2. ხმალთევზა.


ყველაზე სექსუალურად წარმოჩენილი და აზარტული ფილმია, რომელიც აერთიანებს ჰაკინგს, მილიარდობით დოლარს და მთავრობის გაძარცვას რობინ ჰუდის სტილში. პროგრამირების სტუდენტებმა აუცილებლად უნდა უყურონ ამ ფილმს, რომ შეიგრძნონ თავიანთი პროფესიის უზღვავი შესაძლებლობები.

3. ომობანა.

ჩვეულებრივი კომპიუტერული თამაშებით დაინტერესებული ახალგაზრდები მოულოდნელად იწყებენ მესამე მსოფლიო ომს იმით, რომ დაჰაკავენ სამთავრობო საიტს, მხოლოდ იმისთვის, რომ ომობანა ითამაშონ. ახალგაზრდებს ძალიან მოეწონებათ სამთავრობო კომპიუტერების სრული კონტროლი, მაგრამ ყველაფერი ნელ-ნელა საშიშ ფაზაში შედის.

4.მატრიცა. კომპიუტერის პროგრამისტები ცხოვრობენ სრულიად ჩვეუულებრივი "ნერდული" ცხოვრებით, მანამ სანამ ნეო აღმოაჩენს რომ მისი რეალობა სულაც არაა რეალური და ისინი ცხოვრობენ ხელოვნურად შექმნილ, ვირტუალურ რეალობაში. ნეო შთააგონებს ამბოხისკენ ყველას, ვისაც სურს რომ თავი რეალურ, სრულფასოვან და თავისუფალ ადამიანად იგრძნონ ნამდვილ რეალობაში და გათავისუფლდნენ ციფრული რეალობის მარწუხებისგან.

5.ტრონი. ოდესმე გიგრძვნიათ თავი კომპიუტერს შიგნით ჩაკეტილად? ამ ფილმში ჰაკერი ნამდვილად დატყვევებულია კომპიუტერული პროგრამის მიერ კომპიუტერში, რომელიც ცდილობს ამას თავი დააღწიოს. ეს ფილმი ასწავლის პროგრამისტებს, რომ უნდა გახდნენ უფრო ძლევამოსილები, ვიდრე პროგრამაა, თუ უნდათ მასთან ჭიდილში არ დამარცხდნენ.

6. რკინის კაცი. გამტაცებლებისგან იმპროვიზირებული ჯავშანის საშუალებით თავის დაღწევის შემდეგ, უმდიდრესი გამომგონებელი და იარაღის შემქმნელი, თავის გამოგონებას კრიმინალთან ბრძოლის სამსახურში იყენებს.

7. საშიში სიმართლე. სტენფორდის უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთავრებული პრესტიჟულ კომპანიაში იწყებს მუშაობას და მოულოდნელად საშინელ საიდუმლოს იგებს.

8. მხტომელი ჯეკი. ტერი ბანკში მუშაობს. ის იყენებს კომპიუტერს კლიენტენთან კომუნიკაციისათვის. ერთ დღეს იგი მოულოდნელ შეტყობინებას იღებს. შეტყობინების დეკოდირების შემდეგ ტერი ეხვევა ჩახლართულ და საშიშ ჯაშუშურ თამაშში.

9. მოჩვენება ჯავშანში.

ძებნილი ჰაკერი ერევა პოლიტიკაში. ამიტომ "მე-9 განყოფილება" საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი იღებს დავალებას იპოვოს და შეაჩეროს იგი.

10. საოფისე ფართი.

პიტერს წარუმატებელი ჰიპნოზის შემდეგ სრულიად ეცვლება შეხედულებები ცხოვრებაზე. სამსახურში დადის მხილოდ იმიტომ, რომ ითამაშოს კომპიუტერული თამაშები და აგდებულად ელაპარაკოს თავის უფროსს. მაგრამ მიუხედავად ამისა, პიტერის ავტორიტეტი მოვალეობები და ხელფასი სულ უფრო და უფრო იზრდება.


0
445
შეფასება არ არის
ავტორი:მენი ჯა
მენი ჯა
445
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0