x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ალტაის ტერიტორიაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა


image
მიწისძვრა მოხდა ალტაის რაიონიდან 117 კმ-ის დაშორებით ბარნაულის სამხრეთ-დასავლეთით. 4, 5 მაგნიტური სიმძლავრის სეისმური რყევები დაფიქსირდა 14:24 წუთზე ადგილობრივი დროით. რყევის ეპიცენტრში სიმძლავრე ფასდება რიხტერის შკალით, როგორც ძლიერი. მოხდა შენობების ვიბრაცია, ბზარები კედლებზე, გამოეღვიძათ მძინარე ადამიანებს და ცხოველებს.მიწისქვეშა რყევები დედამიწის ზედაპირის 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. გასულ კვირას, მცირე და საშუალო ზომის მიწისძვრები დაფიქსირდა ალტაის ტერიტორიაზე, ასევე სასაზღვრო რაიონებშიც.

მეცნიერები გვაფრთხილებენ გაზრდილი სეისმური აქტივობის შესახებ. ძლიერ მიწისძვრას, როგორც წესი, წინ ახლავს სხვადასხვა ინტენსივობის ხშირი რყევები, რაც დამოკიდებულია მისი წარმოშობის წყაროს მანძილზე. მიწისძვრის ცენტრის მახლობლად ისმის ხმები, რომელიც ძალიან გავს აფეთქების ხმას. მთაში მოსალოდნელია ზვავები, ხოლო, მიწისძვრა თუ მოხდა წყლის ქვეშ, მოსალოდნელია ცუნამი, უზარმნაზარი გამანადგურებელი ტალღები.

ძლიერი მიწისძვრის შედეგები გარკვეულწილად ბირთვული აფეთქების შედეგების მსგავსია.

0
113
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0