x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქალი ორი წლის განმავლობაში მალავდა შვილს მანქანის საბარგულში
image

ქალაქ ტიულში, სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, სასამართლოს წინაშე წარდგება როზა მარია კრუზი, რომელიც ორი წლის განამავლობაში მალავდა თავის გოგონას ავტომობილის საბარგულში .




მას ბრალად ედება სისტემატური ძალადობა შვილის მიმართ, რამაც ბავშვი ინვალიდობამდე მიიყვანა. 50 წლის პორტუგალიური წარმოშობის ფრანგ ქალს 20 წელი ციხე ელოდება.


როზა მარია კრუზი ორი წლის განმავლობაში მალავდა პარტნიორისგან და სამი შვილისგან მეოთხე ფეხმძიმობას და მშობიარობას.


image

ორი წლის გოგონა 2013 წელს სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა გარაჟის მექანიკოსმა, რომელიც როზას ავტომობილს არემონტებდა. ხელოსანს მოესმა ხმები, რომელიც საბარგულიდან ისმოდა.


როდესაც ავტომექანიკოსმა საბარგული გახსნა, იქიდან საშინელი სუნი ამოვარდა და დაინახა ავადმყოფურად გაფითრებული ბავშვი, რომელიც შიშველი იწვა საკუთარ ექსკრემენტებში.

image


როზა მარია კრუზმა მეოთხე ბავშვი 2011 წელს გააჩინა, გოგონას სერენა დაარქვა, ქალმა გადაწყვიტა, ახალშობილი დაემალა შვილებისთვის და პარტნიორისთვის, ბავშვი ხან საბარგულში ჰყავდა დამწყვდეული და ხან სარდაფში, რამაც ბავშვის განვითარებაზე და ჯანრთელობაზე ცუდად იმოქმედა.


მეზობლები აცხადებენ, როდესაც შეიტყვეს მომხდარი ამბავი, ძალზე გაოცდნენ, რადგან ვერ შემაჩნიეს ვერც მისი ფეხმძიმობა და ვერც მეოთხე შვილი, მიუხედავად იმისა, რომ რეგულარულად ჰქონდათ მასთან კონტაქტი.


როგორც გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, კრუზი ბავშვს მხოლოდ 18 თვის ასაკში დაელაპარაკა, იმ დროს, როდესაც გოგონამ მას გაუღიმა, მისთვის ეს ბავშვი იყო ცოცხალი ნივთი.


ამჟამად სერენა 7 წლისაა და ნაშვილებია სხვა ოჯახის მიერ, დანარჩენ სამ შვილზე კრუზს დედობა ჩამოერთვა, ისინი მამასთან იზრდებიან, რადგან მამა ვახსენეთ, ისიც თავის დროზე დაკავებული იყო, თუმცა ბრალდება მოეხსნა, რადგან მან ნამდვილად არაფერი იცოდა ცოლის ფარული ქმედების შესახებ.

image

სასამართლო 5-დან 7 დღემდე გაგრძელდება, როზა მარია კრუზს ბრალის დამტიცების შემთხვევაში 20 წელი პატიმრობა ელოდება, იუწყება BBC.


კრიმინალური სიახლეები იხილეთ აქ

0
691
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
691
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0