x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
რუსი "სულთანი" და მისი სამი ცოლი
image

ამ კაცის შემხედვარე უმალ ამოგიტივტივდება ცნობილი სიმღერა უკვდავი საბჭოთა კომედიიდან "კავკასიელი ტყვე ქალი"


"Если-б я был султан, я-б имел трёх жён. И тройной красотой был бы окружён. Но с другой стороны при таких делах Столько дел и забот -- ах, спаси Аллах.(სულთანი რომ ვიყო სამი ცოლი მეყოლებოდა და სამმაგი სილამაზით ვიქნებოდი გარშემორტყმული, მაგრამ სხვა მხრივ რამდენი საქმე და საზრუნავი მექნებოდა-ოჰ, მფარავდეს ალაჰი)





ქალაქ ალექსანდროვის (ვლადიმირის ოლქი)მცხოვრებმა, 34 წლის ივან სუხოვმა სახლში ჰარამხანა მოაწყო, მას სამი ოფიციალური ცოლი ჰყავს და კიდევ ორიც - არაოფიციალური, ასე ვთქვათ "საერთო შეთანხმებით". ისინი ერთად ცხოვრობენ სამოთახიან ბინაში და ზრდიან 9 შვილს. ოჯახის უფროსი ყოველ საღამოს ირჩევს ცოლს, - რომელი უნდა დაწვეს მასთან ღამით, თუ რომელიმე ცოლმა "რამე დააშავა", მას ერთი თვის განმავლობაში ელოდება უსექსობა.


image

ამჟამად სუხოვთან სამი ცოლი ცხოვრობს:პირველი ცოლი ნატალია, რომელთანაც 11 წლის წინ დაქორწინდა, ანა - მეორე ცოლი და ყველაზე უმცროსი - მადინა, ამ უკანასკნელმა ცოლმა შეცვლა იულია, რომელიც სამ ბავშთან ერთად გაექცა იური სუხოვს. ქალი ამტკიცებს, რომ სუხოვის ჰარამხანაში სუფევს ოჯახური ჩაგვრა, ხოლო ბავშვებს სასტიკად ეპყრობიან.

imageფოტოზე:ყოფილი ცოლი იულია



ამასობაში კი ახლადგამომცხვარი სულთანი აღნიშნავს, რომ სურს იყოს დიდი ოჯახის მფლობელი, ჰყავდეს იმდენი ცოლი და შვილი, რამდენიც შესაძლებელია.

image

უფროს ცოლს ნატალიას, რომელიც მედდად მუშაობს საავადმყოფოში, თავიდან ქმრის იდეა არ მოეწონა, მას ვერ წარმოედგინა, როგორ უნდა ეცხოვრა სხვა ცოლებთან ერთად, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა, "რადგან მას(იურის) ნამდვილად სურს დიდი ოჯახი ჰყავდეს"

image

სუხოვს ამჟამად 9 შვილი ჰყავს, ექვსი აქედან ნატალიამ გაუჩინა, სამი კი ანამ, რომელიც ამჟამად მეოთხე შვილს ელოდება.



რაც შეეხება მესამე ცოლს, მადინას, რომელიც ახალახან შეემატა სუხოვის დიდ ოჯახს, მუსლიმანია, დანარჩენი ორნი მართლმადიდებლები არიან. როგორც ივანი აღნიშნავს, ცოლებს შორის თუ მოხდება კონფლიქტი, დამნაშავეს დასჯის მეთოდი ასეთია:ქალს 1 თვით სექსის გარეშე მოუწევს ცხოვრება.

image

ოჯახი სამოთახიან კომუნალურ ბინაში ცხოვრობს, თუმცა ივანი ბინის გაყიდვას და ქალაქის გარეუბანში კერძო სახლის შეძენას აპირებს, როგორც თვითონ აცხადებს, იქ ყველას ეყოფა ადგილი.

image


ასევე დაგაინტერესებთ

0
922
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
922
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0