x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ჩენინგ ტატუმის ყოფილი ცოლი მხოლოდ იმიტომ გაშიშვლდა, რომ დაემტკიცებინა, უნაკლო სხეული რომ ჰქონდა
ყველასთვის ცხადია, რომ ჰოლივუდის ორი არაჩვეულებრივი ვარსკვლავი და ერთ-ერთი საუკეთესო წყვილი, ჩენინგ ტატუმი და ჯენა დევინი ცხრა წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს ამ წლის გაზაფხულზე დაშორდა. მათ ერთმანეთი 2006 წელს ფილმი "Step Up" -ის გადაღებებზე გაიცნეს და სწორედ მაშინ ჩაეყარა მათ ორწლიან რომანს საფუძველი, რის შემდეგაც ჩენინგმა ჯენას ცოლობა სთხოვა და მისგან თანხმობაც მიიღო. 2013 წლის 31 მაისს მათ ქალიშვილი - ევერლი შეეძინათ.



image



პოსტი, რომელიც ჩენინგმა საკუთარი სოციალური ქსელით გაავრცელა, საზოგადოებისთვის ნამდვილი შოკი იყო, რადგან ეს იყო დასტური იმისა, რომ ცხრა წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ცოლს შორდებოდა.

image



ჩენინგი წერილში განმარტავდა, რომ მათ წლების მანძილზე უყვარდათ ერთმანეთი და ერთად გატარებული ყოველი დღე საოცარი მოგზაურობა იყო, თუმცა დადგა დრო, რომ ცალ-ცალკე განაგრძონ გზა, რომლის კონკრეტული ან ცუდი მიზეზი არ არსებობდა, უბრალოდ, ორმა დიდმა მეგობარმა ასე გადაწყვიტა. ევერლისთვის კი ორივე ისევ ძალიან კარგი მშობელი იქნება.


image



ჭორების თანახმად, წყვილის დაშორების ერთ-ერთ მიზეზად სხვა ქალი დასახელდა, თუმცა ეს დადასტურებული ინფორმაცია არ არის. ისიც ითქვა, რომ ჯენა არ არის საოცარი პარამეტრების მფლობელი და მეუღლემ გაცვალა, თუმცა ალბათ ესეც სიცრუეა. რისი დამტკიცება სურდა მსახიობს ჭორების შემდეგ, გაურკვეველია, ერთი რამ კი ცხადია, რომ ჯენა ჟურნალი Woman’s Health - ის გარეკანისთვის გაშიშვლდა და დიდებული ფორმები გამოფინა. მკითხველი აღფრთოვანებული დარჩა, რადგან 37 წლის მსახიობი ნამდვილად დიდებულ ფორმაშია. ისიც დაამატეს, რომ "სად ჰქონდა ჩენინგს თვალები, ასეთ საოცრებას რომ შორდებოდა".


imageimageimage


0
280
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0