x
მეტი
  • 17.12.2018
  • სტატია:83816
  • ვიდეო:334551
  • სურათი:441939
ნაპოლეონის გამოგონება, რომელიც მსოფლიომ აიტაცა

კაბარე – ფრანგული გამოგონებაა. მსგავსი დაწესებულებების გახსნის იდეა ნაპოლეონს ეკუთვნის. სწორედ მან უბრძანა ხალხს, რომ თავიანთი «სულელური სიმღერები», ქუჩის ნაცვლად, სპეციალურ დაწესებულებებში – cabaret-ებში, ანუ პატარა გასართობ დაწესებულებებში ემღერათ. ფრანგული მოდა მაშინვე მთელს ევროპაში აიტაცეს. ხოლო, მოგვიანებით, მსგავსი დაწესებულებები ამერიკაშიც გაიხსნა. და მიუხედავად იმისა, რომ დღეს საუკეთესო კაბარეების ათეულში სხვადასხვა კონტინენტზე მდებარე დაწესებულებები შედის, საუკეთესოთა შორის საუკეთესოები, მაინც ფრანგული, უფრო სწორედ, პარიზის კაბარეები ითვლება.


image
მათ შორის ყველაზე ცნობილი «მულენ რუჟია» (ქართულად «წითელი წისქვილი»), რომელიც მონმარტრის ნამდვილი მშვენება და ქალაქის ისეთივე სიმბოლოა, როგორიც ეიფელის კოშკი.

საკულტო კაბარე 1889 წლის 6 ოქტომბერს გაიხსნა და მაშინვე პარიზელების საყვარელ ადგილად იქცა. თუ კაბარეების უმრავლესობაში ძირითადად შანსონი ისმოდა და პატარა მუსიკალურ-თეატრალურ წარმოდგენებს მართავდნენ, – «მულენ რუჟში» მთავარი ცეკვა იყო. და უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროისთვის, მეტად თამამი, – შეიძლება ითქვას, უხამსიც კი.


image


კაბარეს სავიზიტო ბარათი კანკანი იყო და როგორც «წითელი წისქვილის», ერთ დროს, ყველაზე ცნობილი მოცეკვავე მარგარიტა რიგოლბოში ამბობდა, – «ეს ცეკვა არ არის – ეს ფეხების სიგიჟეაო». კანკანი რთული ცეკვაა, რომლის შესრულება ყველას არ შეუძლია – ის ცეკვის ნიჭის გარდა, მოცეკვავისგან განსაკუთრებულ ტემპერამენტს მოითხოვს.

უნდა აღინიშნოს, რომ კანკანი XIX საუკუნის 20-იან წლებში უკვე არსებობდა, მაგრამ მის დაბადების დღედ, ოფიციალურად, 1858 წლის 21 ოქტომბერი ითვლება, როდესაც ცეკვა დიდ სცენაზე მოხვდა, ჟაკ ოფენბახის ოპერის – «ორფევსი ქვესკნელში» პრემიერის დროს.imageimage

imageშეიძლება ითქვას, «მულენ რუჟი» სამართლიანად ითვლება სტრიპტიზის აკვნად. სწორედ მის სცენაზე გამოჩნდნენ 1893 წელს მოცეკვავეები: მანოლ ლავილი და სარა ბრაუნო, შიშვლები. მაშინ ამან უკმაყოფილების ტალღა, სასამართლო საქმე და მსხვერპლიც კი გამოიწვია.


imageimage


დღეს «მულენ რუჟი» ელიტარული დაწესებულებაა, რომელიც საუკეთესო მოცეკვავეების მონაწილეობით, ძვირფასი კოსტიუმებით და ძვირად ღირებული დეკორაციებით, მუსიკალურ წარმოდგენებს მართავს და წარმოდგენაზე დასასწრები ბილეთის ფასი 100-დან – 250 ევრომდე მერყეობს.


image
მართალია, «მულენ რუჟმა» გახსნისთანავე პოპულარობა მოიხვეჭა და დღემდე ამ ტალღაზეა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ XIX საუკუნის ბოლოს, ის ერთადერთი პოპულარული დაწესებულება არ იყო, მსგავსი ტიპის დაწესებულებებს შორის. იმ პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობდა პარიზის ერთ-ერთი უძველესი კაბარე, – «ფოლი ბერჟერი» (Folies Bergere), რომელიც დიდი ბულვარების რაიონში, ჯერ კიდევ 1869 წელს გაიხსნა და დღემდე მუშაობს.


image

image


«ფოლი ბერჟერის» სტუმრები სადილის გარდა, დამატებით, წარმოდგენის თანხასაც იხდიდნენ, რომლის დროსაც, მათ თავისუფლად შეეძლოთ დარბაზში სიარული, მოწევა და მაგიდასთან საუბარი. კაბარეში ყოველთვის მშვიდი ატმოსფერო სუფევდა: ბოკალი ღვინის თანხლებით, მაყურებლები ტკბებოდნენ ცეკვებით და ილუზიონისტების წარმოდგენებით.


image

image


ცეკვები, სიმღერები, მიუზიკლები – ეს ყველაფერი ყოველდღიურად ახარებდა მაყურებელს, მაგრამ დაწესებულებამ თავის პოპულარობის პიკს 1918 წელს მიაღწია, როდესაც მის ახალ მმართველს, პოლ დერველს წარმოდგენების უფრო სანახაობრივად გარდაქმნის იდეა მოუვიდა. მან ამისთვის მოცეკვავე გოგონები მიიწვია, რომლებიც საკმაოდ თამამი, Show Girls-ის გმირები გახდნენ.


imageimageimageimage
შოუმ, რომელიც პარიზში დაიბადა გასული საუკუნის დასაწყისში, ოკეანე გადალახა და თავი ბროდვეიზე დაიმკვიდრა.

«ზიგფელდის სიგიჟე» (англ. Ziegfeld Follies) — იყო თეატრალური დადგმების სერია, რომელიც ბროდვეიზე 1907-დან 1931 წლამდე იმართებოდა. დადგმების რეჟისორი ცნობილი ამერიკელი კონფერანსიე ფლორენს ზიგფელდი იყო, რომელიც პარიზის ფოლი-ბერჟერის ვარიეტეს შოუთი იყო შთაგონებული და მეუღლის რჩევით, მსგავსი შოუს დადგმა ნიუ-იორკში გადაწყვიტა.

image«ზიგფელდის სიგიჟე» ძალიან ფერადოვანი შოუ იყო, რაღაც საშუალო, ბროდვეიზე დამკვიდრებულ შოუებსა და უმაღლესი კლასის ვოდევილებს შორის. ამ დადგმებში ბევრი ცნობილი მსახიობი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ: ივ არდენი, ჯოან ბლონდელი, ლუიზა ბრუკსი, მერიენ დევისი, ბესი ლავი, ბარბარა სტენვიკი და ოლივ თომასი. ყველა მსახიობს, ვინც შოუში მონაწილეობდა, მაშინ და შემდეგაც, «ზიგფელდის გოგონების» ზედმეტსახელით მოიხსენიებდნენ.


image


გემოვნებიანი მუსიკა, სიმღერა, ცეკვა და ულამაზესი და ძვირად ღირებული კოსტიუმები – ეს ის იყო, რაც წლების მანძილზე იზიდავდა მაყურებელს. და ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვები იქნებოდა, რომ არა ჩეინ ჯონსტონის ფოტონამუშევრები, რომლებშიც გასული საუკუნის 20-იანი წლების დახვეწილი ეროტიკა იკითხება. გაგრძელება >>>

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image«ხელოვნების გამო» ჩადენილი უამრავი დანაშაული

ნაკლებად ცნობილი ფაქტები მაიკლ ჯექსონის ცხოვრებიდან
ფილმში გაჟღერებული ყველაზე ლამაზი მელოდია



0
154
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0