საზოგადოება მიხეილ სააკაშვილი ბერა ივანიშვილს: რასაც შენ ზომიერ ცხოვრებას ეძახი ,არის 450 მილიონ დოლარად შეფასებულ სასახლეში ყოფნა 2018, 13 ნოემბერი, 22:50 საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ საკააშვილი ბერა ივანიშვილის "ფეისბუქზე" გავრცელებულ პოსტს ეხმაურება და წერს: "ბერა, გილოცავ გაბედნიერებას, მაგრამ არ შემიძლია არ გითხრა, რომ რასაც შენ ზომიერ ცხოვრებას ეძახი, არის 450 მილიონ დოლარად შეფასებულ სასახლეში ყოფნა, სადაც თქვენ გემსახურებათ 4 ვერტმფრენი და თვითმფრინავი, რომელსაც რეგულარულად ჩამოაქვს საჭმელი ტიბეტიდან და ბევრი სხვა შორეული ადგილიდან, იმ საზოგადოების ფონზე, სადაც 150 ათასი ბავშვი ყოველდღე შიმშილობს, 1, 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს მაქსიმუმ 3 დოლარად დღეში, ხალხს ენატრება ელემენტარული და თქვენ კიდე ამ ხალხს ჩაუკეტეთ სალოცავის კარები, რომელიც არასდროს დაკეტილა აქამდე... 187 3-ს მოსწონს
|