x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ტალახაძე და ასანიძე რუსთავი 2-ში არ მივიდნენ: „გარკვეული მიზეზების გამო ეს არ მოხდა“
image

~

ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი იმყოფებოდა. გადაცემის წამყვანთან, ლაშა დვალიშვილთან ერთად მან მსოფლიო ჩემპიონატზე დაფიქსირებულ შედეგებზე ისაუბრა, სადაც ლაშა ტალახაძემ მორიგი რეკორდები დაამყარა.



სიუჟეტის ბოლოს, წამყვანმა დაადასტურა, რომ მას ლაშა ტალახაძისა და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის მიწვევაც სურდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს არ მოხდა.




როგორც გახსოვთ, "რუსთავი2"-ის დირექტორსა და ლაშა ტალახაძეს შორის კონფლიქტი იყო. რამდენიმე კვირის წინ ნიკა გვარამიამ შეურაცხმყოფელი სტატუსი სწორედ ლაშა ტალახაძის მისამართით გამოაქვეყნა და აგრესია მხოლოდ იმიტომ გამოხატა, რომ ტალახაძე სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას ღიად გამოხატავს.

ცნობილმა ძალოსანმა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში მიიღო მონაწილეობა, რის გამოც გვარამიამ მას არარაობა უწოდა.

0
628
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
628
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0