x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყველა დროის "მაგის" ლექციებიდან-ადამიანის ცალმხრივი განვითარება
image

თითეულში ერთ-ერთი შინაგანი მექანიზმი უფრო განვითარებულია, ვიდრე დანარჩენები და მათ შორის კავშირიც არ არსბობს. ნამდვილი ადამიანი კი იმას შეიძლება ვუწოდოთ, ვისაც სამივე ცენტრი განვითაებული აქვს. ეს ცენტრებია:სხეული, პიროვნება და არსება. ცალმხრივი განვითარება მავნებელია, რადგან ადამიანი დიდ ცოდნასაც რომ ფლობდეს და თუნდაც იცოდეს, რა უნდა აკეთოს, ეს ცოდნა უსარგებლოა. ასეთი ადამიანი არ შეიძლება ჩაითვალოს სრულქმნილად. იგი ადამიანის მესამედია. იგივე შეიძლება ითქვას არსებით ან კუნთებით განვითარებულ ადამიანზე. ასეთ ადამიანს დიდი სურვილები გააჩნია რომელიმე სფეროში, მაგრამ არ შეუძლია ამ სურვილების დაკმაყოფილება და არც უარის თქმა. ასეთი ადამიანი არაფრად არ ღირს.


გარე შთაბეჭდილებების მიღება დამოკიდებულია ამ გარეგანი შთაბეჭდილებების აღმძვრელ რიტმზე და ასევე შინაგან გრძნობათა რიტმზე. შთაბეჭდილებათა უშუალო მიღება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ეს რიტმები ერთმანეთს ემთხვევ. თუ მე და სხვა ადამიანი წარმოვთქვამთ ორ სიტყვას, ერთი ამ სიტყვათაგანი გაგებული იქნება ერთი მნიშვნელობით, მეორე კი - მეორე, განსხვავებული მნიშვნელობით. თითეულ ჩემს სიტყვას გააჩნია თავისი საკუთარი რიტმი, მაგალითად, მე თუ 12 სიტყვა წარმოვთქვი, თითეული მსმენელი ამ სიტყვებს აღიქვამს სხვადასხვა ცენტრით: შესაძლოა 3 სიტყვა აღიქვან სხეულით, 7 - პიროვნებით და 2 დარჩენილი კი - არსებით. ეს იმიტომ, რომ შინაგანი ორგანიზმები ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის.


თითეულ ადამიანს გააჩნია სურვილები, მაგრამ ადამიანმა ჯერ უნდა გაიგოს და შეამოწმოს, რა არის მოწესრიგებული, ან საერთოდ რა არ არის მასში. მან უნდა გაიგოს, რომ იგი ვერ იქცევა ნამდვილ ადამიანად, თუ პირველ რიგში მასში არსებული რიტმები არ მოიწესრიგა. თუ ადამიანი გადაწყვეტს, დაარტყას რამეს ან ვინმეს, და თუ ამ გადაწყვეტილების მომენტში სხეული აგვიანებს მოქმედებას, მაშინ დარტყმა უკვე სუსტი გამოვა.


საინტერესო სტატიები


2
284
5-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
284
  
2018, 13 ნოემბერი, 18:35
ეს ადამიანი ძალზედ საინტერესო ვინმეა,ის ასევე ფლობდა შავ მაგიასაც.
2018, 13 ნოემბერი, 16:53
საინტერესო სტატიაა...
0 1 2