x
image
თორ ნიკე
Mediator image
კვანტური სამყარო - მეცნიერების სიმფონია

კვანტური სამყარო - მეცნიერების სიმფონია


ქვემდებარე ტექსტი და ვიდეო აწყობილია დიდი მეცნიერების და მეცნიერების პოპულარიზატორების გამონათქვამების მიხედვით. ეს არის ის ხალხი, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს მსოფლიოს ახალგაზრდებში მეცნიერების პროპაგანდის საქმეში და დააინტერესეს ისინი კოსმოლოგიით, ევოლუციით და სამყაროს ისტორიით: სტივენ ჰოკინგი, მიჩიო კაკუ, ბრაიან კოქსი, რიჩარდ ფეინმანი, ფრენკ ქლოუზი და მსახიობი მორგან ფრიმანი, რომელსაც მიჰყავდა რამდენიმე სამეცნიერო ტელეშოუ.


"მაშ ასე - სინამდვილეში რისგან შევდგებით ჩვენ? ღრმად ჩაიხედეთ ატომში და იქ იპოვით უმცირეს ნაწილაკებს, ერთად თავმოყრილს უხილავ ძალთაგან. ყოველი არსებული, ენერგიის უმცირესი ნაკრებებითაა შემდგარი - ნაწილაკებით, რომლებიც დაბადებულნი არიან კოსმოსურ ღუმელებში (ვარსკვლავებში). ატომებს, რომელთაგანაც ჩვენ ვართ აგებულნი, აქვს უარყოფითად დამუხტული ელექტრონები, მბრუნავი ვეებერთელა, დადებითად დამუხტული ატომბირთვის გარშემო. კვანტური თეორია გვთავაზობს სრულიად განსხვავებულ ახსნას ამ სამყაროსი, რომელიც შედგება მატერიის 12 ნაწილაკისგან, ბუნების 4 ძალისგან. ეს დიდებული და შესანიშნავი ამბავია.


კვანტური სამყარო - მეცნიერების სიმფონია



როგორც ჩანს, პატარა რამეები, უმცირესი ნაწილაკები იქცევიან სრულიად განსხვავებულად, ვიდრე დიდი საგნები. არაფერია ისე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ისინი გასაკვირად და დიდებულად განსხვავებულად იქცევიან, ვიდრე ნებისმიერი დიდი საგანი. სამყარო მთრთოლავი ნაწილაკების პულსირებადი არეულობაა. რთულია დაიჯერო კვანტური თეორია, იმდენად უცნაური და გასაოცარია, რომ აინშტაინსაც კი უჭირდა თავი გაერთმია მისი სრული გააზრებისთვის. კვანტურ სამყაროში, ნაწილაკთა სამყაროში არაფერია მყარი და უცვლელი - ეს ალბათობათა სამყაროა. ძალიან რთულია წარმოიდგინო ყველა ის შეშლილი საოცრება, რაც სამყაროში ხდება. ელექტრონები ტალღებივით იქცევიან, მაგრამ არც მთლად ასე, ისინი ნაწილაკებივითაც იქცევიან, მაგრამ არც მთლად ასე. ჩვენ გვჭირდება ყველაფრის თეორია, რომელიც ჯერ კიდევ უცნობია ჩვენთვის, მაგრამ როდესაც ის შეიქმნება, შესაძლებელია იგი იქცეს მეცნიერების შეუდარებელ ტრიუმფად. (აღსანიშნავია, რომ ის უკვე შექმნილია და ეწოდება "სიმების თეორია")





ასევე დაგაინტერესებთ:

ვარსკვლავთა საიდუმლოება - მეცნიერების სიმფონია


გაეცანით სხვა, ძალიან საინტერესო სტატიებს



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
335
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
335
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0