x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
" ,შოუში,,მონაწილე ადამიანები შთამომავლობას გადავცემთ 9 აპრილის გმირების სახელს"- ნანა მახარაძე

image
"საოცარ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. უდიდესი მონაპოვარია “სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება“ თუმცა ბევრს ავიწყდება ის, რომ სწორედ 9 აპრილს ანთებული გულებით, გაბრწყინებული თვალებით, სუფთა ხელებით და ეროვნული სულით მოვიპოვეთ ყველაზე ღირებული მათ შორის რაც გაგვაჩნია- თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა!
ბატონ იურის აქვს ნიჭი და ყოფნის პროფესიონალიზმი “ერთი თითის დაჭერით“ შეაჩეროს წამი, თუმცა სამწუხაროდ დღემდე ვერ გაუაზრებია ქართველი ხალხის ეპოქალური მნიშვნელობა. ყველას ვერ მოვთხოვთ გმირობას და არც ქართველად დაბადების ბედნიერებაა აქვს ყველას!
კითხვაზე “გოგონა მის ცნობილ ფოტოზე მამაცი იყო თუ სულელი“ მე გაგცემთ პასუხს- გოგონა იყო სულელურად მამაცი, ისევე როგორც უამრავი ადამიანი, რომელიც იმ ღამეს ქვეყნის სიყვარულისთვის დაჩეხეს, დაწამლეს და გადაუარეს!!!
ისტორიას ვერავინ შეცვლის, რამდენიც არ უნდა ეცადოთ, რადგან გვინდა თუ არა ამ ქვეყანაში ბედისწერასავით ყოველდღე იბადება თითო გმირი!
ბატონო იური, დღეს ჩვენ ყველაფერზე შეგვიძლია ვიკამათოთ, მხოლოდ არა 9 აპრილთან დაკავშირებით. ეს სისხლით მორწყული თარიღი, მუდამ თავისუფლების სიმბოლოდ დარჩება იმ გმირების სახელებთან ერთად, რომელთა ხსოვნას ჩვენ “შოუში“მონაწილე ადამიანები შთამომავლობას გადავცემთ!" - 9 აპრილის მონაწილე ნანა მახარაძე.

ეს განცხადება 9 აპრილის მონაწილე ნანა მახარაძემ კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის მიერ ერთერთ გადაცემაში გაკეთებული განცხადების მერე დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ იური მეჩითოვმა ერთერთ გადაცემაში თქვა:

"მე ვიყავი ამ ყველაფრის მონაწილე და თითქმის ყველა ცნობილი ფოტო, რომელიც 9 აპრილის დღეს არის გადაღებული, მე მეკუთვნის. 9 აპრილი საქართველოსთვის დიდი ტრაგედია იყო, მოხდა ძალადობრივი დაშლა, გამოყენებული იყო გაზი, ასევე ნიჩბები, თუმცა ნიჩბის დარტყმით იქ არავინ მომკვდარა. ვისაც ნიჩაბი მოხვდა, მათ აღენიშნებოდათ დაზიანებები სხეულზე, თუმცა ეს სასიკვდილო არ იყო. დაიღუპნენ ძირითადად ქალბატონები ჭყლეტვის დროს, ასფიქსიის შედეგად”

0
34
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0