x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ვიტალი შკლიაროვი დეკემბერში «რევოლუციას» აანონსებს

საქართველოში 2 დეკემბრამდე საპრეზიდენტო არჩევნების II ტური უნდა ჩატარდეს. ცოტა ვინმე თუ ელოდა, რომ I ტურში ოპოზიციონერი კანდიდატი თითქმის იმდენივე ხმას მიიღებდა, რამდენიც კანდიდატმა მიიღო, რომელსაც მხარს ადმინისტრაციული და მედია რესურსების მფლობელი ხელისუფლება უჭერდა. შედეგი კი ასეთია: 37, 74% — 38, 64%-ის წინააღმდეგ.


image

imageასეთი შედეგი მოულოდნელი იყო როგორც ექსპერტების უმრავლესობისთვის, ისე ხელისუფლებისთვის — მომხდარს საზოგადოებაში, აფეთქებული ბომბის ეფექტი ჰქონდა. მმართველმა პარტიამ, რომელიც აბსოლუტურად დომინირებს ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში და პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა აქვს, პარტია შეუზღუდავი ადმინისტრაციული რესურსით, რომელსაც ქართული პოლიტიკის «რუხი» კარდინალი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს და მზად არის თავისი მილიარდებით, საარჩევნო გარემო ფულით წალეკოს, ვერ შეძლო საპრეზიდენტო სავარძელში თავისი კანდიდატის ჩასმა. და მასობრივმა ფალსიფიკაციამაც ვერ უშველა — ოფიციალურ საიტზე, ოპოზიციური პარტიების მიერ 2000 ასეთი დარღვევა იყო აღმოჩენილი. ეს ყველაფერი, დაბალი აქტივობის ფონზე, — არჩევნებში, მხოლოდ 46%-ზე ცოტა მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.

მოვლენების ასეთი მობრუნება რეალურად, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ არჩევნების შედეგი ქართული საზოგადოების კოლექტიური ცნობიერების ცვლილებაზე მეტყველებს. საქართველომ რამოდენიმეწლიანი სტაგნაციის შემდეგ, სურვილი გამოთქვა, იცხოვროს დასავლეთის ცივილიზაციის მიერ გაკვალული დემოკრატიული პრინციპებით — კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული, ხელისუფლების შეცვლით.
ცოტა ხნის წინ, საქართველო ცვლილებების სიმბოლო იყო, პროგრესული ქვეყნის სიმბოლო, რომელმაც საბჭოთა ორბიტიდან მოწყვეტა შეძლო და დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნებისკენ დაიწყო მოძრაობა და წარმოუდგენელ შედეგებსაც მიაღწია. თუმცა, 6 წლის წინ ხელისუფლების ცვლილებას, ერთგვარი სტაგნაცია და ავტოკრატიისკენ გადახრა მოჰყვა, სადაც მმართველი პარტიის ხელმძღვანელ მილიარდელს, პრეზიდენტის დანიშვნა თითქმის შეუძლია. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ყველაფრის მიუხედავად, საქართველოში დემოკრატია არ მომკვდარა და ის მუშაობს. ვერც კლეპტოკრატიამ, ვერც ოლიგარქიამ, ვერც ადმინისტრაციულმა რესურსმა ვერ გატეხა ქართველი ხალხის ნება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არც არსებულ ხელისუფლებას მიუმართავს უპრეცედენტო ზომებისთვის, ხელისუფლების ნებისმიერ ფასად შესანარჩუნებლად.
ეს ყველაფერი — დიდი წვლილია მომავლისთვის და უკვე შემდგარი დემოკრატიისთვის, რომლის საფუძველს, სამართლიანი არჩევნების გზით, ხელისუფლების ცვლილება წარმოადგენს. საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯით შეძლო წინ წასვლა — არა მრტო ეკონომიურად, როგორც ეს მ. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მოახერხა, არამედ, ახლა უკვე პოლიტიკურადაც. ეს არჩევნების პირველი მთავარი შედეგია.

მეორე მთავარი შედეგი ის არის, რომ ოპოზიციამ რეალურად აჩვენა, რომ ოპოზიციას კომპრომისებზე წასვლა, გაერთიანება და ერთი კანდიდატის წამოყენება შეუძლია — ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს გრიგოლ ვაშაძე არის. გარდა ამისა, I ტურის შემდეგ, არჩევნების მიღმა დარჩენილმა ოპოზიციურმა ძალებმაც გაერთიანებულ ოპოზიციას გამოუცხადეს ნდობა, განსხვავებული შეხედულებებისა და მიზნების მიუხედავად. ეს დიდი წარმატებაა, რაც სერიოზულად ზრდის ვაშაძის შანსებს II ტურში.

მესამე მიზეზი კი ის არის, რომ დემოკრატიის ინსტიტუტების განმტკიცების და ხელისუფლების ცვლილების გარდა, ახალ პოლიტიკოსებს გაეხსნებათ კარი — ეს ახალ სახეებზე გასაგები მოთხოვნაა, ახალი აზრი, კოალიციური პარლამენტი და ხელისუფლებაში უბრალო ხალხის მოსვლაა (როგორც ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ. რედ.) — ხალხს მოსწყინდა უზურპირებული ხელისუფლება. საქართველო ხომ პატარა ქვეყანაა, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და ნეპოტიზმის რისკიც მაღალია. ხალხის გაღიზიანებას კორუფცია და ხელისუფლების წარმომადგენლების დაუსჯელობაც იწვევს — რაც I ტურის შედეგის კიდევ ერთი მიზეზია. ეს ყველაფერი კარგად ჩანს დღევანდელი გადასახედიდან. ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება, ადამიანებს მხოლოდ ხელისუფლების ტრანსფერის იმედს კი არა, «სოციალური ლიფტის» (ეს არის სოციალური სტატუსის ამაღლების (ან შემცირების) მექანიზმი. ცვლილება შეიძლება შეეხოს ხელისუფლებას, შემოსავალს, პრესტიჟს და განათლებას. რედ.) აღორძინების, ცვლილების და სამართლიანობის იმედსაც აძლევს.

ამიტომ, არის შანსი, რომ დეკემბერში საქართველოში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს. არის შანსი, რომ მორიგი «ვარდების რევოლუცია» ან ხელისუფლების შეცვლა კი არა, მშვიდობიანი და ნამდვილი დემოკრატიული ცვლილებების «რევოლუცია» მოხდეს. რევოლუცია, როდესაც ქვედებს და ზედებს უკვე აღარ შეუძლიათ და აღარ უნდათ ძველებურად ცხოვრება (პრინციპი «ქვედების და ზედების» შესახებ, ვ. ლენინამ 1913 წ. თავის შრომაში, «რევოლუციური პროლეტარიატის მაისობაში» განმარტა: «რევოლუსიისთვის არ არის საკმარისი, რომ ქვედებს არ უნდოდეთ ცხოვრება, როგორც ადრე. ამისთვის აუცილებელია, რომ ზედებს ძველებურად არ შეეძლოთ მართვა, როგორც ადრე». რედ.). რევოლუცია, რომელშიც წაგებული არავინ იქნება. საქართველო კიდევ უფრო ძლიერი და დემოკრატიული, ახალი ტიპის და ახალი თაობის «სტარტაპ – ქვეყანა» იქნება, რაც თანამედროვე მსოფლიოში — განვითარების და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების ერთადერთი გზა არის.

image

ვიტალი შკლიაროვი

(სტილი დაცულია)


P. S. ჩემი აზრით, ამ ე. წ. რევოლუციის და საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობის დაბალი აქტივობის მიზეზი, ხელისუფლების მიერ მიღებული კანონებია, რომლებიც ისედაც გაჭირვებულ ხალხს კიდევ უფრო მეტ პრობლემას უქმნის და გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს. მაგ., კანონი ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შესახებ. ქვეყანაში როდესაც, როგორც თავად ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ავტომობილების 70% 20 და მეტი წლის არის, არალოგიკურად მეჩვენება ასეთი კანონის შემოღება.

ადამიანების ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე და ეკოლოგიაზე ზრუნვა ყველა ხელისუფლების ვალია, მაგრამ რა ქნას მაგ., ტაქსის მძღოლმა, რომელსაც ძველი, თითქმის ჯართში ჩასაბარებელი მანქანა ჰყავს და ოჯახის ერთადერთი მარჩენალია?



2
233
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
233
  
2019, 6 იანვარი, 3:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 14 ნოემბერი, 12:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2