x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ულამაზესი კადრები მსოფლიოში ყველაზე ლამაზი და მომაჯადოებელი ბაღიდან

ულამაზესი კადრები მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ბაღიდან


image


Butchart Gardens/ბუჩარდის ბაღი - ერთ-ერთი ულამაზესი ბაღი არა მარტო კანადაში, არამედ მსოფლიოშიც.



ბუჩარდის ბაღი კანადაში, ვიქტორიადან არც ისე შორს არის გაშენებული. ბაღი, რომელიც აერთიანებს ათასობით სახეობის ყვავილს, ხეს, დეკორატიულ ბუჩქს...



ბუჩარდის ბაღი 2004 წელს კანადის ეროვნულ-ისტორიულ მხარედ გამოცხადდა. ბაღში იგრძნობა მე-20 საუკუნის კარიერული, დეკორატიული და სტრუქტურული შტრიხები. ბაღს ყოველწლიურად მილიონი ვიზიტორი სტუმრობს.

ბაღი გახლავთ არა სახელმწიფოს, არამედ თავად ბაღის დამაარსებელი ოჯახის საკუთრება. ბუჩარდის ბაღი დაარსა ქალბატონმა ბუჩარდმა მისი ქმრის ცემენტის ბიზნესის წყალობით. ამჟამინდელი მფლობელი და მმართველი დირექტორი რობინ-ლი კლარკი გახლავთ. იგი დამფუძნებელი წყვილის შვილთა შვილიშვილია.

image

უოლტ დისნეის რამდენიმე ფილმსა თუ ანიმაციაშიც ფიგურირებს ეს ბაღი. დღეს, ამ ბაღში მრავალი წყვილი ქორწინდება, აგრეთვე შეგიძლიათ მიხვიდეთ შეყვარებულთან ერთად, განმარტოვდეთ და, შემდეგ ოჯახი ვახშმითაც კი გაგიმასპინძლდებათ.

შეუძლებელია ბუჩარდის ბაღის ერთ დღეში შესწავლა/დათვალიერება. ეს არის ბაღი, რომელიც 6 სახეობის ბაღს აერთიანებს(ვარდების, იტალიური, იაპონური, ხმელთაშუა ზღვის... ბაღი)



სასურველია ორივე ვიდეოს ერთდროულად ჩართვა და ყურება










ასევე დაგაინტერესებთ


1)ნახეთ რა კურიოზი მოხდა კესარია აბრამიძესა და თარჯიმანს შორის ''მის ტრანსგენდერის'' კონკურსზე


2)შეამოწმეთ რამდენად კარგი ინტუიციის გრძნობა გაქვთ(ტესტი)

3)რამდენად კარგი მეხსიერება გაქვთ? - მეხსიერების ტესტი



0
167
3-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0