x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134049
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
პუტინმა ტრამპს პარიზში ორჯერ აჩვენა ჟესტი " ცერა თითი მაღლა"

image

პირველი მსოფლიო ომის დამთავრების 100 წლისთავის საზეიმო ცერემონიაზე რუსეთის და ამერიკის პრეზიდენტებს მაინც მოუხდათ, ესაუბრათ ერთმანეთთან. ეს პირადად დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა. ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ წარიმართა საუბარი, მან უპასუხა: "კარგად".

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღის განმავლობაში ორჯერ მიესალმა თავის ამერიკელ კოლეგას ჟესტით ცერა თითით მაღლა. პირველად ეს მოხდა ტრიუმფალურ დარბაზში შეხვედრის დროს, როცა ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს. დონალდ ტრამპმა მხარზე ხელი დაარტყა ვვლადიმერ პუტინს, მან ეს ჟესტი გააკეთა პასუხად, რის შემდეგაც თავისი ადგილი დაიკავა მსოფლიოს სახელმწიფოს მეთაურთა შორის. მეორედ, პუტინმა ცერა თითი მაღლა აჩვენა ტრამპს ელისეის სასახლიდან გამოსვლისას .

როგორც იუწყება პრესა, პარიზში სამუშაო საუზმეზე, ტრამპმა და პუტინმა ვერ შეძლეს კომუნიკაცია, რადგან ისინი ერთმანეთის საპირისპიროდ ისხდნენ მაგიდასთან და საუბარი შეუძლებელი იყო. თუმცა, როგორც პუტინი ადასტურებს, მათ შორის საუბარი მოგვიანებით მაინც შედგა.

შეგახსენებთ, რომ პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფართომასშტაბიანი საზეიმო დღესასწაული გაიმართა პარიზში, 11 ნოემბერს. ქვეყნის მასპინძელთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად იქ იმყოფებოდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, თურქეთის პრეზიდენტი ტაიპ ერდოღანი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი.

0
168
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0