x
image
პროფესორი
ზოდიქოს ნიშნები ჩემი ინტერპრეტაციით
image

გაფრთხილება: მეგობრებო, ეს არ მიიღოთ პირადად, ეს არის ჩემი შთაბეჭდილება ჩემი სანაცნობო თუ არასანაცნობო წრიდან.

1.ქალწული - ცივსისხლიანი ნამუსგაწყვეტილი, კარიერისტი, ჩუმჩუმელა, ფულის უზომოდ მოყვარული.

შრომისმოყვარე


ვერ გაუბედავს ვერაფერს ლომს, რადგან მტყუანი გამოვა.

2.კირჩხიბი - მგრძნობიარე, აღმერთებს ლომს. უზომოდ გამგებიანი. ტრადიციების მოყვარული და კარგი მეოჯახე.

3.ვერძი - ძლიერ ნიშანად მიიჩნევა. ალალი, შეუპოვარი, გვერდში მდგომი. ის და ლომი ერთმანეთს ჭამენ, თუმცა ძალზედ უყვართ ერთმანეთი. მფლანგველი, ტრაბახა.

4.ტყუპები - საყვარლები, კომუნიკაბელურები. აფრქვევენ საინტერესო აზრებს. უყვართ ჭორაობა.

5.თევზები - თვითონ არ იციან, ვინ არიან - მეოცნებეები, დაუცველები, ჩუმჩუმელები და ჯიუტები.

6.მორიელი - მგრძნობიარე და ვნებიანი. ის ძლიერ ნიშნად მიიჩნევა, თუმცა მისი სიძლიერე, ლომთან და ვერძთან გადაყრის შემდეგ ნაცარტუტად იქცევა ხოლმე. ინტრიგების მხლართავი, ჯიუტი.

7. კურო - მშვიდი, ზოგჯერ ზედმეტად მშვიდი. მეოჯახე, შრომისმოყვარე, უზომოდ ჯიუტი.

8.მშვილდოსანი - ცეცხლის სტიქიის ნიშანი, უზომოდ ოპტიმისტი, კომუნიკაბელური, აქტიური.

9.თხის რქა - კარიერისტი, ინტრიგების მოყვარული, ჩუმჩუმელა.

10.მერწყული -"ძალით ბრძენი", თუმცა კარგი მოაზროვნე, ჯიუტი, ჩუმჩუმელა.

11.ლომი - გონიერი ვერძი, მზის შვილი(მზე განასახიერებს პირველწყაროს), ლიდერი, რომლისაც სჯერათ. გამოირჩევიან მაგნიტიზმით, შეუპოვრობით და დაუმორჩილებლობით. არ უყვართ უფროსობა, რადგან თვითონ არიან უფროსნი, სამყარო მათით იწყება, ასე ფიქრობს ლომების უმეტესობა.

ტრაბახა, ჯიუტი.

12.სასწორი-დაუცველი, ჰარმონიული, გემოვნებიანი, აწუხებთ წიკები.

2
113
8-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
113
  
2018, 12 ნოემბერი, 21:33
დდდ არამარტო სანაცნობო
2018, 12 ნოემბერი, 20:44
აი, მესმის სანაცნობო წრე))))
0 1 2