x
მეტი
  • 17.12.2018
  • სტატია:83813
  • ვიდეო:334551
  • სურათი:441933
5 განსაკუთრებული ადამიანი, რომელთა უნარები გაგაოცებთ

imageთითოეული ჩვენგანი, ბევრი მსგავსების მიუხედავად, განსხვავებული და განსაკუთრებულია. ჩვენი გარეგნული თავისებურებები, ხასიათი, მანერა, გემოვნება - ყველაფერი ეს განგვასხვავებს ერთმანეთისგან.

მართალია, არიან ისეთებიც, ვინც გამოგონილი უნარების ხარჯზე ცდილობენ გამოეყონ ე.წ. "მასას" და შექმნან ვითომდა ახალი, განსხვავებული "მე". იცვლიან თმის ფერს, იცვამენ უცნაურად და შეუსაბამოდ და ა.შ. ამავე დროს, ყველანი ერთად ვთანმხდებით, რომ არიან ისეთებიც, რომელთა უნარები ზოგჯერ ცდება აღიარებული ნორმის ფარგლებს. საკმაოდ ბევრი ადამიანი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების მაღალი პოტენციალის წყალობით გინესის რეკორდების წიგნში შევიდა და მათი რიცხვი თანდათან მატულობს.

შევარჩიეთ 5 განსხვავებული ადამიანი, რომელთა განსაკუთრებულობაც სხვადასხვა მიზეზს ეფუძნება, ზოგი მათგანი კი თანდაყოლილი შესაძლებლობაა. ვერ გეტყვით, რომ ეს მისაბაძია, მაგრამ ინფორმატიულად საინტერესო და ამავდროულად, იმედის მომცემი მათთვის, ვისაც განსხვავებულობა აშინებს.

1. მეცნიერებისა და ფსიქოლოგების აზრით, ძილი ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია ადამიანის ფსიქიკის ნორმალური განვითარებისათვის. ცნობილია, რომ ორი დღე-ღამის უძილობა უკე არაადეკვატურ რეაქციებს იწვევს, ერთკვირიანი უძილობა კი ადამიანის ფსიქიკის პრობლემების საწყისია. და, მიუხედავად ამისა, ტაივანში არსებობს ადამიანი, რომელიც გრიპის გართულების საფუძველზე დაემშვიდობა ძილს. ტაი ნგოკი - მამაკაცი, რომელმაც ძილის გარეშე 40 წელი გაძლო.

image

2. მა ციან-განი - ადამიანი, რომელსაც ელექტროენერგიის მიღების უნარი დასაშვებზე 8-ჯერ ნაკლები აქვს. ამასთან ის ამტკიცებს, რომ ასეთი მუხტი, ენერგიასაც კი მატებს.

image

3. ლინა მედინა - ერთ-ერთი ანომალური მოვლენა - ყველაზე ახალგაზრდა დედა, რომელმაც 5 წლის ასაკში გააჩინა ბავშვი და რეკორდების წიგნში შევიდა. ამ ფაქტს ალბათ ზედმეტი კომენტარი აღარ სჭირდება, ისედაც გვაოცებს თავისი არსებობით.

image

4. რამდენად ადვილად და სწრაფად იხსენებთ ტელეფონის ნომრებს, ამა თუ იმ ემოციურ ან თუნდაც უმნიშვნელო ფაქტებს თქვენი წარსულიდან, თუნდაც წინა კვირაში მომხდარ ამბებს? აღსანიშნავია, რომ მეხსიერების სიმძლავრე რამდენადაც დამოკიდებულია გონებრივ შესაძლებლობებზე, იმდენად - განვითარებადიც არის. თუმცა, არსებობს ადამიანი - ბობ პეტრელა, რომელიც განსაკუთრებული მეხსიერების პატრონია. მას შესწევს უნარი, გაიხსენოს ბოლო 54 წლის განმავლობაში მომხდარი თითოეული მოვლენა. ამიტომ ის დამსახურებულად იკავებს ჩვენი ხუთეულის ერთ-ერთ პოზიციას.

image

5. ტომ სიტასი - რეკორდსმენი, რომელსაც წყლის ქვეშ ჟანგბადის გარეშე გაჩერება 22 წუთზე მეტხანს შეუძლია. ნებისყოფა, ბევრი შრომა და რა თქმა უნდა, ნიჭია საჭირო, რომლის გარეშეც ასეთი შედეგი არ ექნებოდა 35 წლის გერმანელ რეკორდსმენს, მაგრამ მაქვს ეჭვი, ამ ყველაფერთან ერთად არის თანდაყოლილი უნარიც, რომლის საშუალებით ასეთი მიღწევები გახდა შესაძლებეელი.

imageასე რომ, მოიწონეთ თავი თქვენი განსაკუთრებულობით, დააკვირდით, რისი გაკეთება შეგიძლიათ განსხვავებულად და დააფასეთ სამყარო, რომელმაც ამდენი საინტერესო რამ გვარგუნა.

0
339
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკო.მ.
ნინიკო.მ.
339
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0