x
მეტი
  • 15.07.2020
  • სტატია:101527
  • ვიდეო:346707
  • სურათი:465400
ანტიკითერას მექანიზმი - 21 საუკუნის წინანდელი ბერძნული საოცრება
ანტიკითერას მექანიზმი - 21 საუკუნის წინანდელი ბერძნული საოცრება


1900-იან წლებში საბერძნეთში, კუნძულ ათიკითერასთან ან ანტიკითერასთან (Antikythera) ჩაძირული გემის ნარჩენებში აღმოაჩინეს პატარა, ჟანგით და სხვა მინარევებით დაფარული მექანიზმის ნაწილი, რომელიც ძალიან წააგავდა რაღაც საათის ნაწილს. მაშინ მიიჩნიეს, რომ იმ პერიოდში რასაც ის მიეკუთვნებოდა, მსგავსი მექანიზმი არაფერს ერგებოდა, არაფრის ნაწილს არ ჰგავდა და ამიტომ დადეს მუზეუმში შემდგომი კვლევისთვის.


1951 წელს მისით დაინტერესდა ბრიტანელი ისტორიკოსი დერექ დ. ჯესოლა ფრაისი. მან გამოიკვლია არტეფაქტი და 1971 წელს დაადგინა, რომ იგი დამზადებული იყო საბერძნეთში ძვ.წ. 150 - 100 წლებში. ასევე გაირკვა, რომ მასში გამოყენებული იყო ბრინჯაოს კბილანების მთელი წყება, რასაც მოქმედებაში მოჰყავდა დიდი ცენტრალური კბილანა, რომელიც თავის მხრივ, ამოძრავებდა ისრებს აწ უკვე განადგურებულ ციფერბლატზე. ამ ციფერბლატზე აღნიშნული იყო შკალა, რომლითაც შეიძლებოდა მზის და მთვარის დაბნელებების წინასწარმეტყველება.


ანტიკითერას მექანიზმი - 21 საუკუნის წინანდელი ბერძნული საოცრება



2009 წელს გრაფიკული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შესაძლებელი გახდა აღგვედგინა საათის ვიზუალი. ასევე გაირკვა, რომ მექანიზმი არამარტო დაბნელებების, არამედ იმ დროს ცნობილი პლანეტების: მარსის, ვენერას, მერკურის, იუპიტერის, სატურნის განლაგებათა გაგება იყო შესაძლებელი. მექანიზმს ასევე აღმოაჩნდა წარწერები, რაც აღმოუჩენელი დარჩა 2016 წლამდე, ვინაიდან მკვლევარებმა ის ვერ შენიშნეს მათი ძალიან მცირე ზომის გამო. წარწერების წაკითხვა მოხერხდა ნაწილობრივ და გაირკვა, რომ მექანიზმი გამოიყენებოდა დაბნელებების გამოსავლენად და რომ იგი დამზადებული იყო კუნძულ ანტიკითერაზე არაერთი ადამიანის მონაწლეობით. და წარწერებში ეწერა, რომ ეს არ იყო ერთადერთი ამგვარი მექანიზმი ამ კუნძულზე. საინტერესოა, რომ ბერძნებს ასტრონომიის იმაზე მეტი ცოდნა ჰქონდათ, ვიდრე ამას ოდესმე წარმოვიდგენდით.



გაეცანით სხვა, ძალიან საინტერესო სტატიებს



თარგმანის ავტორი: ვლადიმერ ჯაფარიძე


0
415
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
415
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0