x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თავის მოკვეთის შემდეგ ადამიანი რამდენიმე წამის განმავლობაში არ კარგავს გონებას და განიცდის შოკს
image


ადამიანი, რომელსაც მოაჭრეს თავი, განიცდის ტკივილს და სრულ ემოციურ შოკს რამდენიმე წამის განმავლობაში, გილიოტინის გამოყენების შემთხვევაშიც კი.

1905 წელს საფრანგეთში ჩაატარეს ექსპერიმენტი, როდესაც ექიმმა სიკვდილით დასჯის მორიგი პროცედურის დროს, თავის მოკვეთიდან რამდენიმე წამში სახელით მიმართა დასჯილს. საპასუხოდ ქუთუთოები აიწია, თვალებმა წამიერად მოახდინეს ფოკუსირება ექიმზე, შემდეგ კი თვალები ისევ დაიხუჭა.


არსებობს იგივე შინაარსის უამრავი მოწმობა, მაგალითად: 1989 წელს დალასში ომის ვეტერანმა რომელიც მეგობართან ერთად ავტოკატასტროფაში მოხვდა, ასე აღწერა მეგობრის სახე, რომელსაც თავი მოწყდა: "თავიდან ის გამოხატავდა შოკს, შემდეგ გარკვეული სახის ტუჩების მოძრაობა შევამჩნიე, თითქოს რაღაცის თქმას ცდილობდა... და ბოლოს ის გამოხატავდა სევდას".


ამგვარად თვითმხილველების და ექიმების ჩვენებები, ასევე ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტები ამტკიცებს, რომ თავის მოკვეთის შემდეგ ადამიანი რამდენიმე წამის განმავლობაში არ კარგავს გონებას და განიცდის შოკს - მას ესმის, გრძნობს, ხედავს და რეაგირებს.

0
525
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
525
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0